B2B გაყიდვების სპეციალისტი

B2B გაყიდვების სპეციალისტი

Provided by

The Stream

Location

Tbilisi

From

04 March

To

04 April

ვაცხადებთ ვაკანსიას B2B გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე საავტომობილო ინდუსტრიაში კომპანიისთვის "ავტომენიუ".

კომპანია "ავტომენიუ" წამყვანი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი გლობალური ბრენდების, როგორიცაა Work stuff, Greenchem, Car Gods, CWORKS, და HPX.

კომპანია გუნდში მიესალმება შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მომხმარებელზე ორიენტირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ კომუნიკაციის და ინტერპერსონალური, პრეზენტაციის, პრიორიტეტებისა და ვადების მართვის, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები და შეუძლიათ მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი (09:30 - 18:00)
ანაზღაურება: 3000 (NET)
დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია მართვის მოწმობა.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული გეგმების შემუშავება და განხორციელება, შეთანხმებული მომგებიანი გაყიდვების მიზნების მისაღწევად;
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განხორციელება;
** ძირითადი კლიენტების პორტფელების მართვა და მათთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა საჭიროებების დადგენა და ბიზნესის მიზნების მორგება;
** დაკარგული გაყიდვების ანალიზი და მათი მინიმიზაციისთვის სტრატეგიების შემუშავება და მიზეზების აღმოფხვრა;
** მომხმარებელთან საჭიროებების სიღრმისეული ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები;
** არსებულ კლიენტებთან მოლაპარაკებები და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების უზრუნველყოფა;
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტების ანალიზი;
** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის წარმომადგენლობა და ადგილზე ვიზიტების ჩატარება კლიენტთან ლოკაციებზე;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის პროდუქტის ტრენინგების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების მხარდაჭერა ინვენტარის დროული შესყიდვებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** საავტომობილო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება;
** ავტონაწილების დეტალების/რეცხვისა და მათი აპლიკაციების ტექნიკური ცოდნა;
** ბაზრის კვლევისა და კონკურენტული ანალიზის ჩატარების გამოცდილება.
** საწყობის ოპერაციების და მარაგების მართვის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ავტომობილის მართვის მოწმობა.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6

გისურვებთ წარმატებას!