კონტენტ მენეჯერი

კონტენტ მენეჯერი

მომწოდებელი

PRAGMA

მდებარეობა

თბილისი

დან

01 თებერვალი

მდე

20 მარტი

ვინ ვართ ჩვენ?

"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://www.pragma.ge

ვის ვეძებთ?

გვაქვს ღია ვაკანსია კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე. თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის კონტენტის სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

რა დაგევალებათ?

** კომპანიის ციფრული არხების კონტენტ სტრატეგიის შემუშავება;
** კონტენტ კამპანიების დაგეგმვა და იმპლემენტაცია;
** კომერციულ გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია და ყოველთვიური კონტენტ-კალენდრის მომზადება; ბიუჯეტირება;
** კონტენტის შექმნა შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებთან ერთად (დიზაინერი, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი);
** სოციალური და ციფრული მედია არხების ფორმატების, სტანდარტებისა და ტრენდების გათვალისწინებით ბრენდის/კომპანიის ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა;
** ახალი კამპანიის დაგეგმვასთან, კონტენტ სტრატეგიასთან, ვიზუალურ იდენტობასთან თუ ფროდაქშენთან დაკავშირებული შიდა პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი;
** ინდუსტრიის ტენდენციების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში კონტენტის სტრატეგიის შესაბამისი ცვლილება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:

** გაქვთ უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან მედია-კომუნიკაციის სფეროში;
** გაქვთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კონტენტის მენეჯმენტში ან მსგავს პოზიციაზე (მათ შორის B2B მიმართულებით);
** ფლობთ ციფრული მარკეტინგის საფუძვლებს;
** იცით მარკეტინგისა და სოციალური მედიის პრინციპები;  
** იცით MS Office-ის პროგრამები;
** გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან, 09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; (მის. თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4)

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას 2000 ლარიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას;
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში);
** კორპორატიულ ნომერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული თანამშრომლის უფლება იყოს დაცული. ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ:

** შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.)
** უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები
** პერსონალური მონაცემების დაცვა

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: 

 

https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6

 

გისურვებთ წარმატებებს!




შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს "პრაგმას" მიერ კანონმდებლობის შესაბამისად.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიის, ტესტური დავალებისა და გასაუბრების საფუძველზე.