მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის მენეჯერი

მომწოდებელი

PRAGMA

მდებარეობა

თბილისი

დან

24 მარტი

მდე

24 აპრილი

ვინ ვართ ჩვენ?

"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://www.pragma.ge

ვის ვეძებთ?

გვაქვს ღია ვაკანსია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც დაექვემდებარება მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

რა დაგევალებათ?

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისი წლიური/კვარტალური მარკეტინგული გეგმების მომზადება, მართვა და ანალიზი;
** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაციის უზრუნველყოფა - ბრენდის პოზიციონირება, იმიჯის გაძლიერება და ცნობადობის ზრდა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
** კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება ბრენდის განვითარებისთვის;
** კომპანიის მარკეტინგული საჭიროებების შესაბამისად, ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და იმპლემენტაციის უზრუნველყოფა შესაბამის გუნდებთან ერთად;
** კროს-ფუნქციური თანამშრომლობის წარმართვა - მარკეტინგის გუნდის, კომპანიის სხვა დეპარტამენტების და გარე პარტნიორების კოორდინირება საერთო პროექტების ფარგლებში;
** მარკეტინგული აქტივობების/გეგმების ეფექტურობის ანალიზი და ანგარიშგება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან;

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:

** გაქვთ უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
** გაქვთ მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** იცით მარკეტინგისა და სოციალური მედიის პრინციპები;  
** ხართ სტრატეგიულად მოაზროვნე, რომელიც გონივრულად აერთიანებს კრეატიულ იდეებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს;
** მართავთ როგორც ციფრულ, ისე ტრადიციულ მარკეტინგულ აქტივობებს;
** Ხართ დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
** Სამუშაო პროცესში აქტიურად იყენებთ სხვადასხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებს (tools);
** იცით MS Office-ის პროგრამები;
** გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან, 09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; (მის. თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4)

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას 2500 ლარიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას;
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში);
** კორპორატიულ ნომერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული თანამშრომლის უფლება იყოს დაცული. ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ:

** შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.)
** უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები
** პერსონალური მონაცემების დაცვა

ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 2

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!