ბუღალტრის დამხმარე

ბუღალტრის დამხმარე

მომწოდებელი

PRAGMA

მდებარეობა

თბილისი

დან

24 მარტი

მდე

24 აპრილი

ვინ ვართ ჩვენ?

"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.pragma.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

პოზიცია ექვემდებარება: მთავარი ბუღალტერი
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 21/04/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, ბუღალტრული ოპერაციების/აღრიცხვის წარმოება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე,
** ანაზღაურების დიაპაზონი: 1200-1500 ლარი (NET) კვალიფიკაციის შესაბამისად
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათავო ოფისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსური ოპერაციების და შედარებების დროული შესრულება;
** ნაშთების შემოწმება, გასწორება და მმართველობით ანგარიშებთან შედარება;
** ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა (საგადასახადო აღრიცხვა);
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ ეკონომიკაში ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C და RS.Ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ლანჩით უზრუნველყოფა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორაციული ნომერი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!



დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.