ბრენდ მენეჯერი

ბრენდ მენეჯერი

მომწოდებელი

Zedazeni

მდებარეობა

საგურამო

დან

20 May

მდე

20 June

პოზიცია: ბრენდ მენეჯერი — საერთაშორისო ლუდების პორტფელი
ანგარიშვალდებულება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ლოკაცია: საგურამო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • საერთაშორისო ლუდების ბრენდების პორტფელის სტრატეგიული მართვა და განვითარება;
  • ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების პოზიციონირების განსაზღვრა და აღსრულება.
  • წლიური მარკეტინგული გეგმების შედგენა და ბიუჯეტის მართვა (ATL, BTL, Digital);
  • ბაზრის, მომხმარებლის და კონკურენტების ანალიზი — მონაცემების გამოყენება გადაწყვეტილებების მიღებისას;
  • თანამშრომლობა გლობალურ ბრენდთან და ლიცენზიის მფლობელებთან მარკეტინგული აქტივობების შეთანხმებისთვის;
  • მჭიდრო კოორდინაცია გაყიდვების, დისტრიბუციის, საკომუნიკაციო და ფინანსურ გუნდებთან;
  • KPI-ების მონიტორინგი: ბრენდის ცნობადობა, გაყიდვები, ბაზრის წილი.
  • პრეზენტაციების, რეპორტების და ბრენდის პერფორმანსის ანალიზის მომზადება ლოკალური და გლობალური სტეიკჰოლდერებისთვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება FMCG სექტორში, სასურველია ალკოჰოლური სასმელების სფეროში;
  • ბრენდ მენეჯმენტის და სტრატეგიული მარკეტინგის პრინციპების კარგად ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური და პრეზენტაციული უნარები;
  • საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება – უპირატესობად ჩაითვლება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (ზეპირი და წერილობითი);
  • კრეატიულობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

 

რას გთავაზობთ:

  • საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობა;
  • ინოვაციური და დინამიური სამუშაო გარემო;
  • პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდის პერსპექტივა;
  • კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.