ბრენდ მენეჯერი
პოზიცია: ბრენდ მენეჯერი — საერთაშორისო ლუდების პორტფელი
ანგარიშვალდებულება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ლოკაცია: საგურამო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- საერთაშორისო ლუდების ბრენდების პორტფელის სტრატეგიული მართვა და განვითარება;
- ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების პოზიციონირების განსაზღვრა და აღსრულება.
- წლიური მარკეტინგული გეგმების შედგენა და ბიუჯეტის მართვა (ATL, BTL, Digital);
- ბაზრის, მომხმარებლის და კონკურენტების ანალიზი — მონაცემების გამოყენება გადაწყვეტილებების მიღებისას;
- თანამშრომლობა გლობალურ ბრენდთან და ლიცენზიის მფლობელებთან მარკეტინგული აქტივობების შეთანხმებისთვის;
- მჭიდრო კოორდინაცია გაყიდვების, დისტრიბუციის, საკომუნიკაციო და ფინანსურ გუნდებთან;
- KPI-ების მონიტორინგი: ბრენდის ცნობადობა, გაყიდვები, ბაზრის წილი.
- პრეზენტაციების, რეპორტების და ბრენდის პერფორმანსის ანალიზის მომზადება ლოკალური და გლობალური სტეიკჰოლდერებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება FMCG სექტორში, სასურველია ალკოჰოლური სასმელების სფეროში;
- ბრენდ მენეჯმენტის და სტრატეგიული მარკეტინგის პრინციპების კარგად ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური და პრეზენტაციული უნარები;
- საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება – უპირატესობად ჩაითვლება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (ზეპირი და წერილობითი);
- კრეატიულობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
- საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობა;
- ინოვაციური და დინამიური სამუშაო გარემო;
- პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდის პერსპექტივა;
- კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9
გისურვებთ წარმატებას!