იპოვე თანამშრომელი
hiro/ჰირო მარტივი და კომფორტული გზაა თქვენთვის შესაფერისი კანდიდატის მოსაძიებლად - ჩვენ ვქმნით დასაქმების მაძიებელთა ყველაზე მასშტაბურ და მოქნილ ბაზას მთელ საქართველოში.
დედაქალაქთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ბაზაში დასაქმების მაძიებელთა შესახებ ინფორმაციის განთავსებას რეგიონებიდან, განსაკუთრებით კი ტურისტულად აქტიური ლოკაციებიდან, სადაც კადრების მოძიება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს.
ასევე, hiro-ს ბაზაში შესაძლებლობა გექნებათ მოიძიოთ ინფორმაცია ფრილანსერების შესახებ, რაც გაგიმარტივებთ სასურველი პროფესიის მქონდე კადრების მოძიებას და მათთან კომუნიკაციას.
hiro მკაცრად იცავს კონფიდენციალურობის სტანდარტებს და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არსებულ რეგულაციებს. ბაზაში არსებული ინფორმაცია დაცულია და დამუშავება ხდება მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობის ჩარჩოში.
hiro-ს მონაცემთა ბაზებით სარგებლობისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე- 577 65 65 97, ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე info@hiro.ge; სოციალურ ქსელებში და კომპანიის წარმომადგენელი უმოკლეს ვადებში დაგიკავშირდებათ.
hiro-ს შეთავაზებებს უახლოეს მომავალში დაემატება კადრების მოძიების და შერჩევის აუთსორსინგული სერვისები, რომელიც საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო გაიმარტივოთ თანამშრომელთა მოძიების პროცესი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. აღნიშნული სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს ჯგუფის ერთ-ერთი მიმართულება Loialte HR.