Carrefour

Carrefour

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი     „Majid Al Futtaim Retail“-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43,000 ადამიანია დასაქმებული. 

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.   
„კარფური“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 14 მაღაზიით არის წარმოდგენლი. 2018 წლის  მონაცემებით „კარფური“ საქართველოს ბაზრის ლიდერია საცალო ვაჭრობის სფეროში. 

 „კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. 
 

განცხადებები

მომწოდებელი

დან

მდე