Nikora

Nikora

სს "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი გახლავთ. კომპანია 1998 წელს დაარსდა, სულ მალე ლიდერის პოზიცია დაიმკვიდრა და მძლარ ჰოლდინგად ჩამოყალიბდა.  

მცირე წარმოებით დაწყებული ბიზნესი დღეს სხვადასხვა მიმართულების საწარმოებს, მასშტაბურ სადისტრიბუციო ქსელს, რამდენიმე ბრენდის ქვეშ მოქმედ სავაჭრო ობიექტებსა და იმპორტიორ კომპანიებს აერთიანებს. 


"ნიკორასჰოლდინგის მფლობელობაშია:

  •  ხორცპროდუქტების ცენტრალური და რეგიონალური საწარმოები ქალაქ თბილისსა და ფოთში - ჯამური ყოველდღიური წარმადობა 60 ტონა.
  • სასაწყობე მეურნეობები დედაქალაქში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.
  • თევზეულისა და ზღვის პროდუქტების წარმოებები, წარმადობით - 360 ტონა წელიწადში.
  • სალათერია და პურ-ფუნთუშეულის საცხობი.
  •  ნაყინისა და რძის პროდუქტების საწარმოები.
  •  ფერმა - ინკუბატორი მწყერისა და მწყერის სასურსათო კვერცხის გამოსაყვანად.
  •  საკალმახე მეურნეობა - ცოცხალი კალმახისა და ორაგულისებრთა ხიზილალის წარმოება.
  • სადისტრიბუციო ქსელი.
  •  კვების პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელებისა და ნედლეულის იმპორტიორი კომპანიები.
  •  ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელი. 

"ნიკორას" მუშაობის სტრატეგია - განვითარება/გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება/დანერგვის უნარი, შედეგია იმისა, რომ დღეს, ჰოლდინგი უკვე 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" ბრენდის ქვეშ მოქმედ 280-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს ფლობს, კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კი 6000 აჭარბებს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ კომპანია თავად უზრუნველყოფს საკუთარი წარმოებების ნედლეულით მომარაგებას და აღნიშნული მიმართულებით, მხოლოდ იმ ავტორიტეტულ ქარხნებთან თანამშრომლობს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს ამარაგებენ. ამას გარდა,

"ნიკორას" ჰოლდინგში ერთიანდება კომპანია "ინტრეიდი", რომელიც ქართულ ბაზარზე მსოფლიო მასშტაბის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ბრენდების იმპორტითაა დაკავებული.   

"ნიკორას" საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილითაც ღირსეული ადგილი უჭირავს ქართველ მწარმოებლებს შორის. კომპანიას არსებობის მანძილზე 200 მილიონ ლარზე მეტი აქვს შეტანილი ქვეყნის ბიუჯეტში. 

"ნიკორა" ერთერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს  და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანია წარმოების პროცესში მსოფლიოში ცნობილი სამრეწველო ბრენდების - "ლასკას", "ჰანტმანის", "ფემაგის", "მულტივაკის", "პოლიკლიპის", "დომინიონის", "ჰაეკის", "ალოპაკის", "მაუტინგისა" და "შალერის" თანამედროვე დანადგარებს იყენებს.  ამას გარდა, ჰოლდინგში ფუნქციონირებს თანამედროვე მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც  წარმოებული პროდუქციის ხარისხს ყოველდღიურად ამოწმებს. 

განცხადებები

მომწოდებელი

დან

მდე