Credo Bank
კრედო ბანკი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საფინანსო ორგანიზაციაა, რომლის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა საერთაშორისო კონსორციუმი. კონსორციუმი Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos) -გან შედგება.
კრედო ბანკი მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფს როგორც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, ასევე ფიზიკურ პირებს. ბანკი მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას და ინდივიდუალურ მიდგომებს სთავაზობს.