ხშირად დასმული კითხვები
hiro არის სივრცე, რომელიც საშუალებას იძლევა მარტივად და სწრაფად დაუკავშირდნენ ერთმანეთს:
- დამსაქმებელი და დასაქმების მაძიებელი;
- დამკვეთი და შემსრულებელი;
- საგანმანათლებლო პროგრამების მიმწოდებელი და მსგავსი პროგრამების მაძიებელი.
hiro დამკვეთს სთავაზობს:
- ვაკანსიების განთავსებას
- საგანმანათლებლო პროგრამების განთავსებას
- ტენდერების განთავსებას
- დასაქმების მაძიებელთა მრავალფეროვან ბაზებთან წვდომას
- პორტალზე სარეკლამო სივრცეებით სარგებლობას, ასევე დამკვეთის შესახებ პორტალზე სპეციალური ინფორმაციის განთავსებას
hiro მაძიებელს სთავაზობს:
- ვაკანსიების, ტენდერების, საგანმანათლებლო პროგრამების ყველაზე მსხვილ ბაზას საქართველოში
- დასაქმების მაძიებელთა ბაზის ფორმირებას, რომელზე წვდომის შესაძლებლობა აქვთ დამსაქმებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც თავის მხრივ ზრდის სასურველი სამსახური პოვნის ალბათობას.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ მუდამ მაღალი ხარისხის მომსახურება და ეს ყოველივე გავაკეთოთ კეთილსინდისიერების, სანდოობის და პატიოსნების მაღალი სტანდარტების დაცვით. წვლილი შევიტანოთ, როგორც კონკრეტული კლიენტის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.
ღირებულებები
კლიენტი - კმაყოფილი კლიენტი ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება პოზიტიური შედეგის მომტანია როგორც კლიენტისთვის, ისე ჩვენი კომპანიისთვის.
თანამშრომელი - ჩვენი ვქმნით გარემოს, სადაც ჩვენი გუნდის ყველა წევრს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა აქვს. ვაცნობიერებთ, რომ თანამშრომლების კმაყოფილება განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას.
გუნდური მუშაობა - ჩვენი წარმატება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ გუნდური მოთამაშეები ვართ, რაც ზრდის ჩვენი მომსახურების ხარისხს და შესაბამისად კონკურენტულობას ბაზარზე.
კეთილსინდისიერება - იმისთვის, რომ კლიენტები გვენდობოდნენ, პროფესიონალიზმთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია კეთილსინდისირების მაღალი ხარისხის დაცვა სამუშაო პროცესში და დასრულების შემდეგ.
სოციალური პასუხისმგებლობა - ჩვენი კომერციული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია ზრუნვა საკუთარ სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.
hiro-ს მომსახურება ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დამსაქმებელთა უმრავლესობის აზრით, რეგიონებში თანამშრომლების მოძიება უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე დედაქალაქში, ამის გამო მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა რეგიონებში hiro-ს მომსახურებების გავრცელებას.
-
პირველ რიგში, აუცილებელია ავტორიზაცია გაირო www.hiro.ge -ზე
-
შემდეგ დააჭირე - "განათავსე CV" და შეიყვანე ინფორმაცია შენს შესახებ
-
თუ გსურს, რომ ჩამოტვირთო შენი შექმნილი რეზიუმე და გააგზავნო ის სხვადასხვა კომპანიებთან, დააჭირე - "ჩამოტვირთე CV"
-
გაითვალისწინე, რეზიუმეში რაც უფრო მეტ საჭირო ინფორმაციას შეიტან, მით უფრო დაგეხმარება დასაქმებაში
hiro არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ და მარტივ გადაწყვეტილებებს დასაქმების, ტრენინგებისა და ტენდერების მიმართულებით. პორტალი, ბაზარზე არსებული ანალოგებისგან განსხვავდება როგორც ტექნიკურად, ისე კონცეპტუალურად.
hiro შეიქმნა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეს“ და ვებ დეველოპერული კომპანია „სმარტ ვების“ კოლაბორაციის შედეგად, რაც განაპირობებს პროფესიონალიზმისა და ტექნიკურად მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოების ერთიანობას. პორტალი მუდმივად განვითარების პროცესშია და მომხმარებელს პერიოდულად შესთავაზებს ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ პროდუქტებს, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება მათ საჭიროებებზე.
hiro-ს ფუნქციონალი უნიკალური და მრავალფეროვანია და გარდა ბაზარზე არსებული სტანდარტული შემოთავაზებებისა, შესაძლებლობას იძლევა იპოვოთ/განათავსოთ შემდეგი ტიპის განცხადებები:
- ინფორმაცია ფრილანსერებზე
- ფიზიკური პირების განცხადებები
- სტაჟირებების პროგრამები
- დასაქმება მოხალისეობრივ საწყისებზე
hiro შექმნილია მაღალი დონის პროფესიონალების მიერ და გულისხმობს მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტებს, საუკეთესო ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, ინფორმაციის დაცვის მაღალ ხარისხს და ინოვაციურ მიდგომებს საოპერაციო პროცესში.
hiro-ს უპირატესობებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად მოხარული ვიქნებით თუ შეხვედრა შედგება. ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე გეწვევათ და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ასევე უპასუხებს hiro-სთან დაკავშირებულ ნებისმიერი კითხვას.
უახლოეს პერიოდში hiro-ს შემოთავაზებებს დაემატება მრავალფეროვანი HR პროდუქტები, რომელიც ასევე ინოვაციურ და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას შემოგთავაზებთ.
გარდა სტანდარტული განთავსებისა, გთავაზობთ კორპორატიულ თანამშრომლობას, რაც გულისხმობს კონკრეტული დამკვეთისთვის ინდივიდუალურად მასზე მორგებული პირობების შეთავაზებას. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ hiro-სთან კორპორატიულად თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ სპეციალური პირობებით ისარგებლოთ Loialte (www.loialte.com.ge) და Erudio-ს (www.erudio.loialte.com.ge) მომსახურებებზე.
hiro-სთან დაკავშირება შეგიძლიათ ნომერზე: 577 65 65 97, მოგვწერეთ ელ- ფოსტაზე: info@hiro.ge ან სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/hirogeo/
hiro-ზე შეგიძლიათ განათავსოთ განცხადებები, ასევე ისარგებლოთ სარეკლამო სივრცეებით.
განცხადების განთავსება hiro-ზე შესაძლებელია 2 გზით:
- ავტორიზებული მომხმარებლის მიერ განცხადების უშუალოდ პორტალზე განთავსება ბლოკიდან „განათავსე ვაკანსია“.
- განცხადების შინაარსის გამოგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე info@hiro.ge, რომელსაც ჰიროს ექსპერტები განათავსებენ პორტალზე სტანდარტული ფორმით.
განცხადების ტექსტის მოწოდების შემდეგ, დამკვეთს ეგზავნება შესაბამისი ინვოისი და ანგარიშსწორება ხორციელდება ინვოისში მითითებულ რეკვიზიტებზე.
შენიშვნა: hiro-ს ადმინისტრაცია გადახედავს განცხადების ტექსტს და გრამატიკული შეცდომებს ან სიტყვათა წყობას ჩაასწორებს იმისთვის, რომ განცხადება უკეთ კითხვადი იყოს ადრესატისთვის. თუმცა, ცვლილების შემთხვევაში შენარჩუნებული იქნება განცხადების შინაარსი და კონტექსტი.
სარეკლამო სივრცით სარგებლობა
hiro გთავაზობთ სარეკლამო სივრცეების გამოყენებას თქვენი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.
- სივრცით სარგებლობისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 65 65 97 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@hiro.ge
რეზიუმეს განთავსება:
hiro ახორციელებს დასაქმების მაძიებელთა ერთიანი ბაზის ფორმირებას. ავტორიზებულ დასაქმების მაძიებლებს საკუთარი რეზიუმეს განთავსება შეუძლიათ თავად, პორტალზე არსებული ბლოკიდან „განათავსე რეზიუმე“, სადაც შესაძლებლობა აქვთ შეავსონ ონლაინ რეზიუმეს მარტივი ფორმა და ამავდროულად ატვირთონ რეზიუმეს სრული ვერსია word ან pdf ფორმატებში.
რეზიუმეს განთავსებით შესაძლებლობა გეძლევათ თქვენს შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს პოტენციურ დამსაქმებელს, რაც თავის მხრივ ზრდის თქვენი დასაქმების ალბათობას. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს კარიერულ პროფილში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ აღნიშნული ცვლილება ასახოთ hiro-ზე განთავსებულ რეზიუმეშიც.
გარდა სტანდარტული შეთავაზებებისა, hiro კომპანიებს სთავაზობს გრძელვადიან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში იმოქმედებს ლოიალობის პროგრამა, რაც გულისხმობს როგორც ფასდათმობას განცხადებების განთავსებაზე, ასევე სპეციალურ შეთავაზებებს Loialte-ს და erudio-ს მომსახურებებზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პრიორიტეტია ინდივიდუალური მიდგომა კლიენტებისადმი, განსაკუთრებული პირობები განხილული იქნება ყველა კონკრეტული კლიენტისთვის ინდივიდუალურად.
არის თუ არა რეალური hiro-ზე გამოქვეყნებული ყველა განცხადება?
- hiro-ს ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულია კონკრეტული ინდიკატორები, რომლითაც დგინდება შეესაბამება თუ არა განცხადება ჩვენს მიერ დადგენილ სტანდარტს და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება დამკვეთთან დაკავშირება და დეტალების დაზუსტება.
არის თუ არა hiro-ზე გამოქვეყნებული ყველა განცხადება ვალიდური?
- განცხადების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თავად დამკვეთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ყველა განცხადება ავტომატურად წაიშლება, შესაბამისად, პორტალზე გამოქვეყნებული ყველა განცხადება არის ვალიდური.
დამკვეთის ანონიმურობა
- თუ დამკვეთის სურვილია, რომ დარჩეს ანონიმურად, ამის შესახებ უნდა გვაცნობოს განცხადების მოწოდებისთანავე.