"P&G"-ს წარმატების ისტორია

15 აპრილი, 2021
გაზიარება

მცირე ექსპერიმენტს გთავაზობთ: დილიდან დაღამებამდე თქვენს მიერ გამოყენებული ნებისმიერი პროდუქტის ბრენდი მოინიშნეთ, დღის ბოლოს კი გადახედეთ, არის თუ არა ამ სიაში: Ariel, Always, Bounty, Oral-B, Pampers, Tide, Pantene.

იცოდით, რომ თითოეული ეს ბრენდი ერთი უზარმაზარი კონგლომერატის - Procter and Gamble-ის შემადგენლობაში შედის?!

1837 წელს ვილიამ პროქტერმა და ჯეიმს გემბელმა დააარსეს კომპანია. პროქტერი სანთლის მწარმოებელი იყო, ხოლო გემბელი საპონის. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ამ პროდუქტის წარმოებას თითქმის ერთი და იგივე ინგრედიენტები სჭირდებოდა, მათი გაერთიანება სარფიანი ბიზნესის დასაწყისად იქცა.

პირველი წარმატებული პროდუქტი, რომელიც პარტნიორებმა შექმნეს, საპონი იყო. ამ ინოვაციას მოჰყვა, სპეციალური მცენარეული ზეთის გამოგონება, რომელიც ცხობისას გამოიყენებოდა და ამერიკის კონდიტერებს შორის მცირე დროში გაითქვა სახელი. ამ უკანასკნელს, კომპანია 91 წლის განმავლობაში ყიდდა.

წარმატების შემდგომი ტალღა Tide-ის ფორმულის შექმნამ გამოიწვია.

რაც შეეხება, დასაქმების პირობებს, კომპანიაში ხელფასები წლიური 25 000$-დან 141 704$-მდე მერყეობს.

ხოლო ამერიკაში ჩატარებული მრავალი გამოკვლევა ცხადჰყოფს, რომ P&G კომპანიის შიდა ლოიალური კულტურის გამო, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სამუშაო სივრცედ მოიაზრება.

×
0
0
"P&G"-ს წარმატების ისტორია