კონტენტ კრეატორი

კონტენტ კრეატორი

მომწოდებელი

Elite

მდებარეობა

თბილისი

დან

01 February

მდე

20 March

სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.

სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათკარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

 

"ელიტი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე:

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • სოც. მედია კონტენტის, ბანერების პოსტების სთორების მომზადება
  • აქციების კონტენტის მომზადება - ვიზუალური კონცეფციის შემუშავება
  • აქციების ქოფის მომზადება სოც. მედია კომუნიკაციისთვის
  • არსებული საბაზრო სიტუაციის შეფასება, საჭირო აუდიტორიის მოზიდვა
  • არსებული ტრენდების მიხედვით მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და შეფუთვა
  • სხვადასხვა პრომო და სარეკლამო საქმიანობის დაგეგმვა და კოორდინირება
  • სარეკლამო მასალების მომზადება დროულად, ბრენდის მოთხოვნების,მარკეტინგული სტანდარტების დაცვით და კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად
  • მიმდინარე და განხორციელებული კამპანიების შედეგობრივი ანალიზი
  • ბაზრის სპეციფიკის შესაბამისი შეფასება და მოქნილი ცვლილებების განხორციელება
  • სარეკლამო ტექსტისა და მასალების მომზადება
  • საკომუნიკაციო მასალების მომზადება და შესაბამისი დეპარტამენტებისათვის მიწოდება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

უნარები და კომპეტენციები:

  • შემოქმედებითი აზროვნება
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მოლაპარაკებების მართვის უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: 

 

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

 

გისურვებთ წარმატებებს!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.