სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი
უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქსი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტირების პროცესის მართვა დაწყებიდან დასრულებამდე;
- პროექტის მიმდინარეობის ანგარიშგების მომზადება, ბიუჯეტის და ხარჯთაღრიცხვის კონტროლი.
- თანამშრომლობა არქიტექტორებთან, პროექტის მენეჯერებთან და ქვეკონტრაქტორებთან;
- ხარისხის კონტროლი: სამშენებლო მასალების, შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის მუდმივი შეფასება, მონიტორინგი, მშენებლობის უსაფრთხოების კონტროლი;
- პროექტის განხორციელებისას, პროექტში ცვლილების შეტანის საჭიროებისას, შესაბამისი ცვლილებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი. გადაწყვეტილების ალტერნატივების მომზადება, განხილვა დამკვეთთან და პროექტის მენეჯერთან ერთად.
- დასრულებული ობიექტების/ეტაპების პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შეფასება, ბოლო ეტაპზე დადასტურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება : სამშენებლო/ტექნიკური მიმართულებით;
- აუცილებელია Autocad - ის MS Office ს ცოდნა.
- შენობის საინჟინრო სისტემების ცოდნა : ელექტროობა, წყალი, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია.
- პრობლემების გადაწყვეტისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სამშენებლო ნორმების და ტექნიკური მოთხოვნების ცოდნა (ქართული და საერთაშორისო სტანდარტები ISO/BS/IBC/EN)
- სამშენებლო დოკუმენტაციის სრული ციკლის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6
გისურვებთ წარმატებას!