მომსახურების ხარისხის მართვის მენეჯერი

მომსახურების ხარისხის მართვის მენეჯერი

მომწოდებელი

Archi

მდებარეობა

თბილისი

დან

28 January

მდე

19 March

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ მომსახურების ხარისხის მართვის მენეჯერს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, მომსახურებაში არსებული და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** მომსახურების სტანდარტებისა და შეფასების კრიტერიუმების პერიოდულ განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთან კომუნიკაციაში ჩართული თითოეული თანამშრომლის მიერ განხორციელებული ზარების მონიტორინგი და რეპორტების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლების კმაყოფილებისა და მისტიური მომხმარებლის კვლევების უზრუნველყოფა, შედეგების ანალიზი და რეპორტებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილების განხილვა, მიზეზების განხილვა/ანალიზი, დროული რეაგირების უზრუნველყოფა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
** ინციდენტების ანალიზი CRM-ში;
** მომსახურებასთან დაკავშირებული სამოტივაციო სქემის უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
** საბონუსე სისტემების მართვა - პროცედურით დადგენილი წესების მიხედვით ბონუსის კალკულაცია;
** მომსახურების ტრენინგების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა და კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიაში ახალი პროდუქტის/მომსახურების დანერგვასთან დაკავშირებული სკრიპტების მომზადება და შეთანხმება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან;
** მომსახურების ხარისხის ანალიზი, რეპორტინგის და პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტთან;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: 

 

https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6

 

გისურვებთ წარმატებებს!


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.