ბუღალტერი

ბუღალტერი

მომწოდებელი

Skymax Georgia

მდებარეობა

თბილისი

დან

28 January

მდე

19 March

კომპანია "Skymax Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული პროგრამის ბალანსი / 1C ცოდნა;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა (სავალდებულოა);
** ორგანიზებულობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება (შემოსავლის და გასავლის ორდერების შედგენა/გატარება);
** საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა;
** ხელფასის დარიცხვის უწყისის მომზადება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
** ბანკის ამონაწერის/ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** სასაქონლო ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის მიღება-გამოწერა;
** ანგარიშფაქტურების მოთხოვნა;
** სხვა მარტივი ინფორმაციული მონაცემების ამოღება და დამუშავება;
** საგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარების აქტების მომზადება ხელმძღვანელის მეთვალყურეობით;
** განაცემთა დეკლარაციისათვის მონაცემების მომზადება;
** სასაქონლო მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია;
** საჭიროების შემთხვევაში დამკვეთი კომპანიის წარმომადგენელთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულებების განხორციელება;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** მოხსენება ხელმძღვანელის წინაშე.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: 

 

https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6

 

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.