ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტი

ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტი

მომწოდებელი

Nikora Trade

მდებარეობა

თბილისი

დან

31 January

მდე

19 March

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს. "ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • საოპერაციო ხარჯების ყოველთვიური აღრიცხვა;
  • კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზში აქტიური ჩართულობა;
  • დეპარტამენტის საჭიროებიდან გამომდინარე (ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და ყოველწლიური) რეპორტების მომზადება;
  • ძირითად ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პროაქტიულობა და ინიციატივიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: 

 

https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.