უფროსი აუდიტორი

უფროსი აუდიტორი

მომწოდებელი

AGIC

მდებარეობა

თბილისი

დან

12 February

მდე

24 March

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", (http://www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 105-ზე მეტ ქვეყანაში. (http://primeglobal.net/)

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
მუშაობის ფორმატი: ჰიბრიდული

უფროსი აუდიტორის პასუხისმგებლობები:

** აუდიტის გეგმის შემუშავება, შესრულება და დასრულება უფროსი აუდიტის მენეჯერთან ერთად შესაბამის ვადებში;
** აუდიტორული პროცედურების შესრულება და დოკუმენტაციის მომზადება აუდიტის საერთაშორისო სტანდართებთან შესაბამისობაში;
** უფროს აუდიტის მენეჯმენტთან ანგარიშსწორება;
** გუნდის მართვა და უმცროსი პერსონალის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებთან კომუნიკაცია;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/მენეჯმენტის/ეკონომიკის/ბუღალტრული აღრიცხვის ან მსგავსი მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროებში (სტაჟირებები არ შედის)
** ACCA კვალიფიკაციის მიღების პროცესში ყოფნა უპირატესობად ჩაითვლება;
** IFRS-ის და IAS-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (ზეპირი და წერითი);
** კომპიუტერული პროგრამების (Excel და Word) მაღალ დონეზე ცოდნა;
** შესანიშნავი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** მოტივირებული, გამძლე და გამოწვევებით სავსე გარემოში წარმატების მიღწევის უნარით;
** გუნდური მუშაობისა და ადამიანების მართვის უნარები.

პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** კომპანიის პარტნიორობის პერსპექტივა მომავალში;
** სრული განაკვეთი (8 საათი სამუშაო დღეს);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მეგობრული კორპორატიული გარემო;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.