სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერი
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.
პირობები:
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ; (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
** კვება;
** FitPass.
სამუშაოს აღწერილობა:
** სოციალური მედიის არხების (Facebook/Pinterest/Instagram/YouTube) მართვა და განვითარება;
** კომუნიკაციის კრეატიული სტრატეგიის შემუშავება;
** იდეების გენერირება და კონცეფციის მონახაზის შექმნა რეფერენსების დახმარებით;
** კონტენტ კამპანიის სხვადასხვა მედია არხებში ჩაშლა;
** კონტენტის იდეების არგუმენტირებული პრეზენტირება;
** დიზაინერების გაბრიფვა;
** კონტენტის წარმოებასთან დაკავშირებულ სააგენტოებთან და ფრილანსერებთან კომუნიკაცია;
** შექმნილი კონტენტისთვის კოპის წერა;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო და პიროვნული უნარები:
** განათლება - ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის/ინფორმაციულ ტექნოლოგიების/ჟურნალისტიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სოციალურ მედია პლატფორმებზე გვერდების მართვის გამოცდილება;
** მასალის მარკეტინგული კუთხით ადაპტირების უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართულ ენაზე გამართული წერის უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9
გისურვებთ წარმატებებს!