გაყიდვების მენეჯერი
ფორვარდერი კომპანია "CarMate", ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილებით მომხმარებლებს სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი აუტო აუქციონებიდან ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ ინოვაციურ სერვისს. კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ავტოექსპერტის დახმარებით, ავტომობილის ისტორიის შემოწმებას და უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე აუქციონზე შესყიდვას და მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.
ფორვარდერი კომპანია "CarMate" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
პირობები:
** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი
** განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესად
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალურობა და დროის სწორი მენეჯმენტი
** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9
გისურვებთ წარმატებას!