ფინანსური ანალიტიკოსი

ფინანსური ანალიტიკოსი

მომწოდებელი

4Hospitals

მდებარეობა

თბილისი

დან

21 February

მდე

21 March

კომპანია "4Hospitals", სამედიცინო პროდუქტების პროვაიდერი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური რეპორტების მომზადების პროცესში ჩართულობა;
** კომპანიის ფინანსური მონაცემების მუდმივი ანალიზი გაყიდვების მიმართულებით;
** აქტიური მუშაობა ძირითად სააღრიცხვო პროგრამაში, მონაცემების მიღება და სხვადასხვა დეპარტამენტებისგან მიღებული მოთხოვნების შესაბამისი რეპორტების წარმოება;
** ყოველთვიური გეგმების შესრულების მუდმივი მონიტორინგი და მიმდინარე შესრულებასა და სამომავლო პროგნოზზე ინფორმაციის მიწოდება კომერციის და სხვა დეპარტამენტებისთვის;
** მარაგების ბრუნვადობის მუდმივი ანალიზი და ხანდაზმული მარაგების მონიტორინგი;
** მარაგების შეკვეთების ფორმირებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან, მენეჯმენტისგან და სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა არასტანდარტული რეპორტების ფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: 

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.