ანალიტიკოსი
ანალიტიკოსი - ბალანსის მართვის განყოფილება, ფინანსები
- თბილისი, საქართველო
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.
სამუშაოს აღწერა
ბალანსის (აქტივ-პასივების) მართვის გუნდში ვეძებთ ანალიტიკოსს.
შენ იქნები დიდი გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს საინტერესო და ბანკისთვის მნიშვნელოვან ამოცანებზე, გექნება სრული მხარდაჭერა, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები. ბალანსის მართვის გუნდი მუშაობს ბანკის აქტივ-პასივების, ლიკვიდურობის, კაპიტალის, საპროცენტო რისკის და პროდუქტების მომგებიანობის მართვის ამოცანებზე.
პასუხისმგებლობები:
- გუნდის მრავალმხრივ ამოცანებზე მუშაობა, ფინანსური ანალიზი
- ანალიტიკური მოდელების შექმნა
- ყოველდღიური დინამიური დავალებებისთვის მონაცემების დამუშავება და ანალიზი.
- ბანკის სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის მიღება;
- ბაზრის კვლევა და ანალიზი საბანკო სექტორში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ;
კვალიფიკაცია
- გაქვს +2 წლიანი გამოცდილება ფინანსების მიმართულებით - საბანკო, Consulting -ის ან Audit- ის მიმართულებით, სადაც გიმუშავია ისეთ კორპორატიულ რგოლზე, რომელიც მოიცავდა მონაცემთა დამუშავებას, ფინანსურ და კომერციულ ანალიზს
- გაქვს ღრმა ანალიტიკური და მატემატიკური აზროვნების უნარი
- არ გეშინია გამოწვევების და გაქვს პრობლემებთან მარტივად განმკლავების უნარი
- გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი
- შეგიძლია ეფექტურად მუშაობა cross-functional გუნდებთან
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული და ასევე შეგიძლია დიდი სურათის დანახვა
აუცილებელი კვალიფიკაცია:
- ბაკალავრი ფინანსების/მენეჯმენტის მიმართულებით; (სასურველია მასტერი/ან MBA/CFA)
- Microsoft office- ს კარგი ცოდნა
- Power BI, SQL პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9
გისურვებთ წარმატებას!