სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან."გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ბენეფიტები:
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას;
** კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ჰიპერმარკეტების, საწყობების და სხვა შენობა-ნაგებობების მოვლა პატრონობა, კაპიტალური შეკეთების, მშენებლობა რემონტის და სხვა სამუშაოების დაგეგმვა, საქმეთა წარმოება, ზედამხედველობა;
** სავაჭრო სივრცეში სასაწყობო ინვენტარისა თუ დეკორაციების მოწყობის ორგანიზება;
** შენობა-ნაგებობების მოვლა პატრონობის, მშენებლობა, რემონტის განსახორციელებლად მასალებისა ან/და მომსახურების შესყიდვისთვის აუცილებელი მონაცემების შეკრება და შესყიდვის პროცესის ორგანიზება;
** დაგეგმილ სამუშაოთა წარმოებისთვის შემსრულებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
** სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება;
** მასალებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა-ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9
გისურვებთ წარმატებას!