კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.
ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.
ჩვენი მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშილის 145ა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;
** კორპორატიული გაყიდვების სრული ციკლის მართვა;
** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, მათთვის შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკების წარმოება;
** · გაყიდვების ალტერნატიული არხების მოძიება და განვითარება;
** არსებულ კორპორატიულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათთვის სიახლეების შეტყობინება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა HVAC მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია, უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებით ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9
გისურვებთ წარმატებას!