უფროსი აუდიტორი

უფროსი აუდიტორი

მომწოდებელი

Liberty Bank

მდებარეობა

თბილისი

დან

07 March

მდე

07 April

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა- სათაო ოფისი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
  • აუდიტის პროცესების  მონიტორინგი და კოორდინაცია;
  • პერიოდულად აუდიტის ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება დაინტერესებულ მხარეებთან წარსადგენად;
  • ბანკის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
  • ბანკში დანერგილი მონიტორინგის სისტემების შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • ბანკის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან;
  • ბანკის ბიზნეს პროცესების აუდიტის დაგეგმვა / პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
  • შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე პროცესში არსებული ნაკლოვანებების / დარღვევების განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • აუდიტის დასკვნის მომზადება და განხილვა პასუხიმგებელ პირებთან;
  • აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/შენახვა;
  • აუდიტთან დაკავშირენული სამუშაო დოკუმენტების / ინფორმაციის მოწესრიგება და შენახვა;
  • პერიოდული მონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, აუდიტის/ ბიზნეს ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • აუდიტორულ/ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება “Big4”-ში ან საბანკო სფეროში სამუშაო გამოცდილებას);
  • შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
  • სასურველია MS Visio, ასევე SQL, PL\SQL  ენების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა.

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.