კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

მომწოდებელი

Connect

მდებარეობა

თბილისი

დან

10 March

მდე

10 April

ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 130-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2ა;
** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, კვირაში 40 სთ;
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტებთან ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია და კომერციულ პირობებზე შეთანხმება;
** კორპორატიული კლიენტების ბაზის შექმნა და განვითარება;
** შეთანხმების მიღწევის შემდეგ კლიენტისთვის ხელშეკრულების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** საბარათე-სატალონე სისტემაში კლიენტების რეგისტრაცია, მონაცემების შემოწმება და ვალიდურობის დადგენა;
** საჭიროების შემთხვევაში საბარათე-სატალონე სისტემაში კლიენტების მხარდაჭერა;
** კომპანიის კუთვნილ ობიექტებზე-აგს-ებზე ტალონებისა და კორპორატიული ბარათების გადანაწილება და მიწოდების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მონაცემების ყოველდღიური მონიტორინგი საბარათე-სატალონე სისტემაში;
** კლიენტებთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა პერიოდული კომუნიკაციის მეშვეობით;
** ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
** თვიური გაყიდვების რეპორტის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საბაზისო სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მომსახურების ან/და გაყიდვების მიმართულებით გავლილი ტრენინგ (ებ)ი.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
** მოლაპარაკების უნარი;
** მაღალი დონის მომსახურებაზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რამდენიმე საქმის პარალელურად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.