კორპორატიული გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 130-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 800-ზე მეტ თანამშრომელს.
"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2ა;
** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, კვირაში 40 სთ;
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით შესაბამისი პროცესების შექმნა, დანერგვა და მართვა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურებისა და კლიენტთა მხარდაჭერის პროცესების შექმნა, დანერგვა და მართვა;
** ახალი სეგმენტისა და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით რეალიზაციის გეგმების შედგენა, შესაბამისი KPI-ების შექმნა და დანერგვა;
** კორპორატიული კლიენტების პორტფელის ზრდა;
** გაყიდვების გუნდის მართვა, მათ სწავლებაზე, განვითარებასა და მოტივაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების გუნდის საბონუსე სქემის შექმნაში აქტიური მონაწილეობა HR გუნდთან ერთად;
** საბარათე-სატალონე სისტემის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის დასახვა და განხორციელება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, მათ ლოიალობისა და კმაყოფილების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** სხვადასხვა აქციების დაგეგმვა მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** შესაბამისი რეპორტი კომპანიის მენეჯმენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუცილებელია კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გუნდის მართვის გამოცდილება მსგავს, მენეჯერულ პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება ნავთობის ან/და საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** მნიშვნელოვანია SME სეგმენტზე მუშაობის გამოცდილება მათ შორის რეგიონებში;
** ინგლისური ან/და რუსული ენების კარგ დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
** ლიდერული უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
** მოლაპარაკების უნარი;
** მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რამდენიმე საქმის პარალელურად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9
გისურვებთ წარმატებას!