უფროსი ციფრული მარკეტერი
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, უფროსი ციფრული მარკეტერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
- სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
- განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც უფროსი ციფრული მარკეტერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- ციფრული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და ამ სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო აქტივობების განსაზღვრა/განხორციელება;
- სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვებისთვის/ლიდების გენერაციისთვის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება სხვადასხვა ციფრულ არხებში;
- შედეგების ყოველდღიური მონიტორინგი;
- სადაზღვევო პროდუქტებისათვის საჭირო ახალი პლატფორმების განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- SEO-ს სტრატეგიის შექმნასა და აღსრულებაში მონაწილების მიღება/განხორციელება;
- თვის ჭრილში განხორციელებული კამპანიების ანალიზი;
- კოლაბორაცია ჯგუფის სხვა წევრებთან;
გამოგვეხმაურე, თუ
- ხარ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული
- გაქვს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- კარგად იცი Google Analytics; Facebook Ads Manager, SEO და SEM
- მაღალ დონეზე იცი ინგლისური ენა;
- იცი MS Office პროგრამები;
- Facebook Blueprint ჩაითვლება უპირატესობად;
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- ორგანიზებულს;
- ინიციატივიანს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
· საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
· მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
· შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
· მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
· პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
· საინტერესო საქმეს;
· მრავალფეროვნებას;
· სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9
გისურვებთ წარმატებას!