გრაფიკული დიზაინერი
"Digital TV" აცხადებს გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიას. "Digital TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
მოვალეობები:
** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიების მომზადებაში ჩართვა და ვიზუალური მასალების შემუშავება
** რეკლამისა და პრომო აქციისთვის მასალების, მათ შორის, საბეჭდი მასალების მომზადება
** ციფრული და სოციალური მედიის არხების ყოველდღიური კონტენტის შემუშავება, ახალი პროდუქტების შეფუთვების კონცეფციაზე მუშაობა და შექმნა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** Adobe Photoshop-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა
** Adobe Illustrator-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა
** Adobe After Effect-ის ცოდნა
** სასურველია 3D გრაფიკული პროგრამების ცოდნა
სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. N1.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9
გისურვებთ წარმატებას!