საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი

საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი

მომწოდებელი

Elvare

მდებარეობა

თბილისი

დან

18 March

მდე

18 April

ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

რას გთავაზობთ?

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
** ტრანსპორტირება ზედა სამგორის მეტროდან
** კვება
** კორპორატიულ დაზღვევას 3 თვის შემდეგ
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ);
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება
** საერთაშორისო პარტნიორებთან ვიზიტების დაგეგმვა (მათ შორის საქმიანი ვიზიტები საზღვარგარეთ)
** ბაზრის კვლევის ჩატარება, პოტენციური კლიენტების მოძიება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გაცნობა
** საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა/განახლება
** საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანოებთან თანამშრომლობა
** ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია
** კომპანიის დეპარტამენტებთან კოორდინირებით საერთაშორისო გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საერთაშორისო გაყიდვების ან/და ექსპორტის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ძლიერი მოლაპარაკების უნარი
** სწრაფი და მოქნილი აზროვნება
** ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.