გაყიდვების სამსახურის მენეჯერი
კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია.
"გუდვილი" პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებებსაც აფართოებს. კომპანიის მენეჯერთა მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, ახალი ბიზნეს იდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების სამსახურის მენეჯერი“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ფარნავაზ მეფის გამზირი #1
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass
ძირითადი მოთხოვნები:
- გაყიდვების მასტიმულირებელი აქტივობების ორგანიზება/ჩატარება;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და ახალი კლიენტების მოძიება;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
- ბაზრის კვლევა/გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა;
- გაყიდვების ახალი არხების, პარტნიორი კომპანიების, კლიენტების მოძიება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა
- გაყიდვების სრული ციკლის განხორციელება/ სხვადასხვა გაყიდვების არხების მართვა
- არსებული პორტფელის მართვა და გრძელვადიანი ურთიერთობის წარმართვა;
- რეპორტინგი მენეჯმენტთან;
- ფასების, ფასდაკლებების კონტროლი, პრომოაქციების შემუშავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, (MS Office);
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი კომუნიკაციპიროვნული უნარ-ჩვევები);
პიროვნული თვისებები:
- ლიდერი და მოტივატორი;
- სწრაფი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- წარმატებაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებელი, პროფესიონალი, გუნდური;
- პუნქტუალური;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9
გისურვებთ წარმატებას!