მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტერი

მომწოდებელი

Janelidze Audit

მდებარეობა

თბილისი

დან

26 March

მდე

26 April

შპს "ჯანელიძე აუდიტი" ბაზარზე აქტიურად პოზიციონირებს 2016 წლიდან. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მივაწოდოთ ჩვენს კლიენტებს ზუსტი, საიმედო და მაღალი ხარისხის მომსახურება. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი გუნდი დაკომპლექტებული იყოს პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებით.

ჯანელიძე აუდიტი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: ქ. თბილისი, პეკინის 22
** სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტი კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება, მოქმედი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად;
** ყოველდღიური საბუღალტრო დოკუმენტების გატარება;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** სასურველია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას და ულიმიტო სასაუბრო დროს მობილურ ტელეფონზე.
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

მუდმივად გეყოლებათ აუდიტორი, რომელიც იქნება ზედამხედველი და გადაამოწმებს ყოველი თვის ჭრილში თქვენს საქმიანობას, ამასთანავე გაგიმაგრებთ ზურგს ნებისმიერ პროფესიულ საკითხში.
 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.