ახალი ფუნქციონალი ჰიროზე - დაასაქმე უფროსი თაობა

07 June, 2021
Share

სიახლე ჰიროში!

ჩვენი კომპანიის მიზანია, ნებისმიერი დასაქმების მსურველი ადამიანი მარტივად დაუკავშირდეს დამსაქმებელს. ამ ტიპის კომუნიკაციის გამარტივება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტია. ჩვენს პორტალს კი მუდმივად ემატება ინოვაციური ფუნქციები - შრომითი ბაზრის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

hiro-ს ახალი კამპანია ორიენტირებულია უფროსი თაობის წარმომადგენელი ადამიანების დასაქმების ხელშეწყობაზე. ქვეყნის ეკონომიკას ვქმნით ყველა - განურჩევლად ასაკისა, ამიტომ ყველა ადამიანის დასაქმება მნიშვნელოვანია.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უფროსი თაობის ადამიანების დასაქმების საკითხი აქტუალურად არ ითვლება. ეს კი მრავალ ორგანიზაციას უმაღლესი ხარისხის თანამშრომლებს აკარგვინებს.

უფროსი თაობის წარმომადგენლები კი სწორედ ისეთ თვისებებს ფლობენ, რომელსაც დამსაქმებელთა უმეტესობა ეძებს - საკითხის სიღრმისეული ცოდნა, სამსახურისადმი ერთგულება, სწავლის სურვილი, გუნდური მუშაობის უნარი...

თანამშრომლებს საქმისთვის შეუძლიათ ერთდროულად გამოიყენონ პროფესიული და პირადი გამოცდილება, რაც მათ წარმატებით მუშაობაში დაეხმარებათ. ეს აშკარა, მაგრამ ზოგჯერ შეუმჩნეველი, უპირატესობაა.

თქვენ რა დადებით მხარეებს ხედავთ უფროსი თაობის წარმომადგენლების დასაქმების საკითხში?

×
0
0
ახალი ფუნქციონალი ჰიროზე - დაასაქმე უფროსი თაობა