ads

Sign up

Please fill First name

Please fill Last name

Please fill Personal ID

Please fill Phone

Please fill E-mail

Please fill Password

At least 8 characters

Please fill Repeat password

Terms of Service and Privacy Policy

Terms of Service and Privacy Policy

მომსახურების სტანდარტული პირობები


ხელშეკრულების საგანი 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურების ღირებულების სანაცვლოდ „ჰირო“-ს მიერ კლიენტისთვის: (ა) განცხადებ(ებ)ის განთავსება ან/და (ბ) CV ონლაინ ბაზით მომსახურება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების ან/და სხვაგვარი შეთანხმების შესაბამისად. 
ტერმინთა განმარტება     

განთავსება - კლიენტის დაკვეთის შესაბამისად, „ჰირო“-ს მიერ კლიენტის განცხადებ(ებ)ის განთავსება/გავრცელება ვებ-გვერდ(ებ)ზე/პარტნიორ ვებ-გვერდ(ებ)ზე, განთავსების პროდუქტის ან/და მომსახურების პაკეტის მიხედვით;
განთავსების/ერთობლივი განთავსების პროდუქტი - ვებ-გვერდით მომსახურების ფარგლებში კონკრეტული ტიპის განცხადების განთავსება მომსახურების მოდულში. კლიენტის დაკვეთის შესაბამისად განცხადების განთავსებისთვის გამოყოფილ სივრცეში, რომელსაც ინდივიდუალურად მიესადაგება მომსახურების ღირებულება.
განთავსების დამატებითი არხები - სოციალური ქსელები, პარტნიორი ვებ-გვერდები და სხვა ნებისმიერი პროგრამული საშუალება, რომლის მეშვეობითაც ხდება განცხადების პოპულარიზაცია და კანდიდატების მოზიდვა. 
განცხადება - ვაკანსია, ტრენინგი, ტენდერი ან სხვა შინაარსობრივად მსგავსი ტექსტი, რომელიც კლიენტის დაკვეთის შესაბამისად განთავსდება ვებ-გვერდ(ებ)ზე; 
დაკვეთა - ხელშეკრულების შესაბამისად კლიენტის მიერ „ჰირო“-სთვის კონკრეტული მომსახურების მოთხოვნა; 
ვებ-გვერდი - ინტერნეტ მისამართი (www.hiro.ge), რომელიც ყოველვარი გამონაკლისის გარეშე მოიცავს მის შიგთავსს, მონაცემთა ბაზებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, კოდებს და გრაფიკულ მონაცემებს;
ვებ-გვერდები - ვებ-გვერდი და პარტნიორი ვებ-გვერდი ერთობლივად მოხსენიებული;
კლიენტი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეთანხმება წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის ან/და შეთანხმებაზე ხემოწერის გზით; 
მომსახურება - განცხადებ(ებ)ის განთავსება ან/და CV-ონლაინ ბაზით მომსახურება;
მომსახურების მოდული - ვებ-გვერდ(ებ)ზე გამოყოფილი სივრცე (ადგილი), სადაც „ჰირო“ კლიენტის დაკვეთის შესაბამისად, არჩეული განთავსების პროდუქტის ფარგლებში და შესაბამისი მომსახურების ღირებულების სანაცვლოდ, განათავსებს განცხადებას ამ მომსახურების სტანდარტული პირობები შესაბამისად; 
მომსახურების სტანდარტული პირობები - წინამდებარე ვებ-გვერდის მომსახურების სტანდარტული პირობები;
მომსახურების ღირებულება - წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური, რომელსაც კლიენტი გადაუხდის „ჰირო“-ს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ;
მხარე - „ჰირო“ ან კლიენტი ცალ-ცალკე წოდებულნი; 
მხარეები - „ჰირო“ და კლიენტი ერთობლივად წოდებულნი;
პარტნიორი ვებ-გვერდი - ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა შემდეგი ინტერნეტ მისამართი ............................ რომელიც ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე მოიცავს მის შიგთავსს, მონაცემთა ბაზებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, კოდებს და გრაფიკულ მონაცემებს;
პროდუქტი - განთავსების პროდუქტი ან/და ერთობლივი განთავსების პროდუქტი;
რეგისტრაცია - ვებ-გვერდზე რეგისტრაცია, რომელიც შესაძლებელია www.hiro.ge -ზე. 
ხელშეკრულება - წინამდებარე ვებ-გვერდის მომსახურების სტანდარტული პირობები, მისი დანართები, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქტი და მომსახურების ღირებულება, ვებ-გვერდზე დროდადრო განთავსებული სხვა პირობები თუ წესები და არსებობის შემთხვევაში, შეთანხმება მომსახურების განსაკუთრებული პირობების შესახებ, რომლებსაც კლიენტი ეთანხმება რეგისტრაციის გზით. ასევე ნებისმიერი დამატებები ან/და ცვლილებები, რომელიც შესაძლოა დროდადრო დაიდოს მხარეებს შორის ან/და გახდეს სხვაგვარად ხელმისაწვდომი;
„ჰირო“ - შპს „ჰირო“, ს/კ: 405360443, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის N 129ა. 
CV-  განმცხადებლის მიერ ინდივიდუალურად შედგენილი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის და არა მხოლოდ, განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესახებ ინფორმაციას.
CV ონლაინ ბაზა - ფიზიკური პირების მიერ ატვირთული CV-ების და თანმდევი დოკუმენტების ერთობლიობა; 
CV ონლაინ ბაზით მომსახურება - კლიენტის დაკვეთისა და  „ჰირო“-ს მიერ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, CV-ონლაინ ბაზაზე კლიენტისთვის სხვადასხვა დაშვების მინიჭება.  
მხარეთა უფლება-მოვალეობები 
„ჰირო“ უფლებამოსილია: 
ცალმხრივად დაადგინოს თითოეული დაკვეთის განხორციელების წესი, კლიენტთან ურთიერთობისას;  
კლიენტის მიერ მომსახურების სტანდარტული პირობების, საქართველოს კანონმდებლობის ან/და ბიზნეს ეთიკის დარღვევის შემთხვევაში, უარი თქვას მომსახურებაზე ან არსებული განცხადება წაშალოს ვებ-გვერდიდან.
უარი თქვას ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნებაზე, თუ განცხადების შინაარსი არ შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლის მოთხოვნებს. 
საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ კლიენტი: 
არ მიაწოდებს „ჰირო“-ს კომპანიის შესახებ ინფორმაციას უტყუარ და ხელშეკრულების შესრულების მიზნებისთვის, ამომწურავ ინფორმაციას; მათ შორის და არა მხოლოდ, საკონტაქტო მონაცემებს,  ან/და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტაციას;
მოქმედებს არამართლზომიერად ან/და საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ 
ვერ გაივლის „ჰირო“-ს მიერ ვებ-გვერდზე დადგენილ სარეგისტრაციო პროცედურებს;
გადააცილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებ(ებ)ის საფასურის გადახდას; 
CV ონლაინ ბაზაზე წვდომას გადასცემს ნებისმიერ მესამე პირს;
მოქმედებს უკანონოდ, ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ ან/და თაღლითურად;
განათავსებს ფინანსური პირამმიდის, ქსელური მარკეტინგის ან სწრაფი გამდიდრების სქემების შემცველ განცხადებ(ებ)ს. 
„ჰირო“ ვალდებულია: 
გაუწიოს კლიენტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება;
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამკვეთის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. 
კლიენტი უფლებამოსილია: 
ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, ნებისმიერ დროს მოითხოვოს „ჰირო“-ს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის წარდგენა. 
მოსთხოვოს „ჰირო“-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება; 
განახორციელოს „ჰირო“-ს მიერ განხორციელებული მომსახურების მონიტორიგნი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოითხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
კლიენტი ვალდებულია: 
დაკვეთისას „ჰირო“-ს წარუდგინოს სრული, ყოვლისმომცელი, სწორი, ნამდვილი და უახლესი ინფორმაცია; 
კლიენტისათვის „ჰიროს“ მიერ გადაცემულ მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით, უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის უსაფრთხოება, დაიცვას საკუთარი მონაცემთა ბაზები (კომპიუტერები, სერვერები და სხვა მოწყობილობები) ნებისმიერი კომპიუტერული ვირუსებისა და დამაზიანელი პროგრამებისგან, რათა არ მოხდეს მონაცემთა არამართლზომიერი გადინება.
ბრალეული გაჭინაურების გარეშე მიაწოდოს „ჰირო“-ს მომსახურების გაწევისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (მათ შორის ელექტრონული ფორმით). ამასთან, დამკვეთი პასუხისმგებელია მიწოდებული დოკუმენტაციის, ინფორმაციის,  წერილობითი და ზეპირსიტყვიერი განმარტებების სისწორესა და სისრულეზე;
გაწეული მომსახურებისთვის გადაიხადოს შესაბამისი საზღაური ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად. 

მხარეთა განცხადებები და გარანტიები 
მხარეები აცხადებენ და გარანტიას იძლევიან, რომ: 
წარმოადგენენ უფლებაუნარიან პირებს, რომლებსაც ხელშეკრულების დადების მიზნით მოპოვებული აქვთ ყველა საჭირო თანხმობა, ნებართვა ან/და მინდობილობა; 
გააჩნიათ იურიდიული უფლებამოსილება, იკისრონ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და შესრულების მიზნით; 
მათ მიერ ხელშეკრულების დადება ან/და შესრულება არ მოდის წინააღმდეგობაში მოქმედ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ნორმებთან, მხარის გადაწყვეტილებებთან, სადამფუძნებლო ან/და სხვა სახის დოკუმენტებთან, არ იწვევს სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობით ნაკისრი/განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევას და არ წარმოშობს მესამე პირ(ებ)ისთვის ხელშეკრულებაზე შეცილების უფლებას;
მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, ხოლო მინდობილობა და სხვა სახის დოკუმენტაცია წარმოადგენს სრულ და მოქმედ რედაქციას;
წინამდებარე ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა მათ მიერ და წარმოადგენს მათთვის იურიდიულად სავალდებულო დოკუენტს;
კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ: 
განთავსება გულისხმობს ვებ-გვერდზე განცხადების საჯაროდ გამოქვეყნებას;
სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ მიწოდებული განცხადების შინაარსსა და განცხადების გამოქვეყნებით გამოწვეულ ნებისმიერი სახის ზიანზე. 
მხარეთა ინტერესთა პატივისცემის შესახებ
მხარეები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ ერთმანეთის საქმიან ინტერესებს.
რეგისტრაცია და დაკვეთა
მომსახურების მისაღებად საჭიროა კლიენტის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია. რეგისტრაციის მოთხოვნებსა და პირობებს  ცალმხრივად ადგენს „ჰირო“.
დაკვეთის განხორციელება შესაძლებელია როგორც ვებ-გვერდის, ისე ელ-ფოსტის საშუალებით.
ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის კლიენტის მხრიდან ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დასრულების ან/და მხარეთა მიერ შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან. 
ხელშეკრულების მოქმედება გრძელდება შეთანხმებით დადგენილი ვადით ან/და რეგისტრაციის გაუქმებამდე და მხარეთა მიერ ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე. 
განთავსების საგანი
განთავსების ფარგლებში, კლიენტის დაკვეთის შესაბამისად, „ჰირო“ შესაბამის მოდულში ვებ-გვერდ(ებ)ზე განათავსებს განცხადებას, რომლის განთავსების ვადები, ღირებულება ან/და სხვა პირები „ჰირო“-ს მიერ ცალმხრივადაა დადგენილი ან/და განსაზღვრულია მხარეთა შეთანხმებით. 

განთავსების წესი
კლიენტი „ჰირო“-სთვის ვებ გვერდ(ებ)ზე  და  განთავსების დამატებით არხებზე განცხადების განთავსების დაკვეთით, უფლებას ანიჭებს მას გამოაქვეყნოს განცხადება კლიენტის მიერ მითითებული კრიტერიუმების ან/და ტექსტის (არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად. 
დაკვეთა უნდა მოიცავდეს:
 განცხადების შინაარსს;
განთავსების პერიოდს; 
კონკრეტული განთავსების პროდუქტს ან ერთობლივი განთავსების პროდუქტს;
განთავსების არხების შესახებ ინფორმაციას. 
იმ შემთხვევაში, თუ დაკვეთაში არ არის მითითებული განთავსების თარიღი, განცხადება განთავსდება დაკვეთის მიღებიდან მისი განხილვისთვის საჭირო გონივრულ ვადაში.
ბათილია დაკვეთა, რომელშიც მითითებულია არარსებული/არასწორი პროდუქტ(ებ)ი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „ჰირო“ კლიენტს მისცემს შესაძლებლობას დააზუსტოს პროდუქტები. 
განცხადების შინაარსი
კლიენტი ვებ-გვერდზე განცხადების განსათავსებლად „ჰირო“-ს წარუდგენს სრულ და უტყუარ ინფორმაციას. 
ვებ-გვერდზე განსათავსებელი განცხადება:
უნდა შეიცავდეს კლიენტის საკონტაქტო ინფორმაციას; 
არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი, უცენზურო ან/და მუქარის შემცველი;
არ უნდა ისახავდეს მიზნად ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ლახავს „ჰირო“-ს ან მესამე პირის საქმიან რეპუტაციას ან ღირსებას;
არ უნდა არღვევდეს მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას;
არ უნდა შეიცავდეს მცდარ ინფორაციას და არ უნდა ემსახურებოდეს არამართლზომიერი მიზნის მიღწევას. 
განცხადების განთავსება წარმოადგენს „ჰირო“-ს ერთპიროვნულ პრეროგატივას. 
გავრცელების არხები, პროდუქტები და მომსახურების ღირებულების ცვლილებები
„ჰირო“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს განცხადების გავრცელების არხ(ებ)ი, დაამატოს ახალი/გააუქმოს არსებული პროდუქტ(ებ)ი ან/დაშეცვალოს მომსახურების ღირებულება.
ხელშეკრულების 11.1. პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები არ შეეხება მიმდინარე დაკვეთებს და არ საჭიროებს კლიენტის წინასწარ შეტყობინებას. 
„ჰირო“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შერჩეული პროდუქტის მიუხედავად გაავრცელოს განცხადება დამატებითი გავრცელების არხების საშუალებით. 
CV ონლაინ ბაზით მომსახურების საგანი 
კლიენტის დაკვეთის შესაბამისად „ჰირო“ მომსახურების ფარგლებში მიანიჭებს მას წვდომას CV ონლაინ ბაზაზე. 
CV ონლაინ ბაზით მომსახურების გაწევის წესი 
CV ონლაინ ბაზით მომსახურების დაკვეთის შემთხვევაში „ჰირო“ უფლებამოსილია კლიენტს მიანიჭოს CV ონლაინ ბაზაზე ლიმიტირებული ან სრული წვდომა, წინასწარ განსაზღვრული ვადითა და მოცულობით. 
დაკვეთა უნდა მოიცავდეს არანაკლებ შერჩეულ პროდუქტს და CV ონლაინ ბაზით მომსახურების დაწყების თარიღს. 
CV ონლაინ ბაზით სარგებლობის ფარგლები
CV ონლაინ ბაზით სარგებლობა, მიუხედავად წვდომისა, დასაშვებია მხოლოდ კლიენტის მიერ საკუთარი საშტატო ერთეულების დაკომპლექტების მიზნით.. 
CV ონლაინ ბაზის საშუალებით მიღებულ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე სრული მოცულობით ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 
CV ონლაინ ბაზით სარგებლობისას ხელმისაწვდომი დოკუმენტი, ინფორმაცია ან/და მონაცემი არ წარმოადგენს „ჰირო“-ს საკუთრებას.
მომსახურების პირობები 
მომსახურება ხორციელდება “ჰირო“-ს მიერ დადგენილი წესებითა და საშუალებებით. 
იმ შემთხვევაში თუ მომსახურების დასრულებადე კლიენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე, „ჰირო“ უფლებამოსილია კლიენტს მოსთხოვოს მისთვის ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ანაზღაურება. 
ანგარიშსწორება 
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. 
მომსახურების ღირებულება გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, დამკვეთისთვის შემდგომში გაგზავნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით; 
განთავსების მომსახურების ღირებულებას კლიენტი გადაიხდის დაკვეთის გაგზავნიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, „ჰიროს“ მიერ განაცხადის განთავსებამდე;  ხოლო CV ონლაინ ბაზით სარგებლობის მომსახურების გადახდა მოხდება წინასწარ. წინამდებარე პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მაშინ, როცა მხარეების სხვაგვარად შეთანხმდებიან. 
მომსახურების ღირებულების დაგვიანებული გადახდის შემთხვევაში, „ჰირო“ უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს/გადაავადოს კლიენტის ნებისმიერი მომსახურება, ხოლო „ჰირო“-ს მიერ დამატებით გადახდის მოთხოვნის გაგზავნისას, დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას „ჰირო“ უფლებამოსილია გააუქმოს/შეწყვიტოს ნებისმიერი ტიპის მომსახურება. 
16.4. პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ „ჰირო“ უფლებამოსილია დაარიცხოს პირგასამტეხლო კლიენტს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებისა და პირობების მიხედვით. 
მომსახურების უწყვეტობა და დაცულობა
„ჰირო“ არ გასცემს გარანტიას, რომ:
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი და უწყვეტი ნებისმიერ დროს;
ვებგვერდ(ებ)ი ან/და CV ონლაინ ბაზა დაცული იქნება შეცდომების, ვირუსების ან/და სხვა დამაზიანებელი აპლიკაციებისგან. 
ინტელექტუალური საკუთრება
მომსახურებასთან და ვებ-გვერდებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის „ჰირო“-ს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასზე ვრცელდება მესამე პირების უფლებ(ებ)ი. 
კლიენტს არ აქვს უფლება განახორციელოს რეპროდუქცია, კოპირება, კორექტირება, გადაკეთება, გამოქვეყნება, გადაცემა, გავრცელება ან/და ნებისმიერი მასალის სხვაგვარად კომერციულად დამუშავება, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების საგანი. 
მხარეთა პასუხისმგებლობა
მხარეები ვალდებულნი არიან ერთმანეთს აუნაზღაურონ ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანი.
კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 16.4. პუნქტით გათვალისწინებული დამატებთი ვადის გასვლის შემდეგ „ჰირო“ უფლებამოსილია ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის კლიენტს დააკისროს პირგასამტეხლო არსებული გადაუხდელი თანხის 0.01 % - ის ოდენობით. 
 პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
მხარეები თავისუფლდებიან ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია მათთვის დაუძლეველი ძალის („ფორს მაჟორი“) მოქმედების შედეგად. 
წინამდებარე ხელშეკრულების 20.1. პუნქტის მიზნებისთვის დაუძლეველ ძალას წარმოადგენს მიწისძვრა, სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ეპიდებია, მასობრივი კიბერშეტევა;
„ფორს მაჟორი“-ს მოქმედების განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები ჩერდება და გადავადდება „ფორს მაჟორი“-ს ხანგრძლივობის შესაბამისად. ვადების დინება ან/და ვალდებულებების შესრულების პირობები განახლდება „ფორს მაჟორული“ გარემოებ(ებ)ის აღმოფხვრისთანავე. 
იმ შემთხვევაში, თუ „ფორს მაჟორული“ გარემოებ(ებ)ი აღმოფხვრილი არ იქნება ხელშეკრულებისთვის გონივრულ ვადაში მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოშალონ წინამდებარე ხელშეკრულება. 
მხარე ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები თუ „ფორს მაჟორი“ არ ახდენს გავლენას მათ სრულ და ჯეროვან შესრულებაზე. 
მხარეები თანხმდებიან, რომ „ჰირო“ თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუ მის მიერ ვალდებულეის შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო დამკვეთის მიერ არასწორი, არასრული ან/და არადროული ინფორმაციის მიწოდებისგან. 
„ჰირო“-ს მიმართ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, „ჰირო“-ს პასუხისმგებლობა არ შეიძლება აღემატებოდეს კლიენტის მიერ კონკრეტულ მომსახურებაში გადახდილ თანხას. 
„ჰირო“ არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი პირდაპირ ან არაირდაპირ ზიანზე, რომელიც შესაძლოა გამომდინარეობდეს მიუღებელი სარგებლიდან ან/და შემოსავლიდან. 
დამკვეთის რეგისტრაციის არ გავლამ შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების ან მისი ნაწილის მიღების შეუძლებლობა, რა შემთხვევაშიც „ჰირო“ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. 
კლიენტის ინფორმაცია, კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები
 „ჰირო“  უფლებამოსილია მიიღოს, დაამუშავოს და შეინახოს კლიენტის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა ხელშეკრულების ფარგლებში, მისთვის მომსახურების გაწევის, ხელშეკრულების შესრულების და კანონმდებლობის, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისთვის.
თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას მეორე მხარისაგან მიღებული ფინანსური, კომერციული და სხვა სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ასეთი ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისთვის შეიძლება მხოლოდ მეორე მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ამ მუხლის სხვა პუნქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მხარეების კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ან /და გადაცემა შესაძლებელია საზედამხედველო ორგანოზე, გარე აუდიტორული და საგადასახდო აუდიტის მიზნებისთვის დაქირავებულ კომპანიებზე, იურიდიულ კომპანიებზე, რომლებიც შესაბამისი სერვისის ფარგლებში უფლებამოსილნ ი იქნებიან მიიღონ, გაეცნონ და შე ინახონ სერვისის განხორციელების მიზნით საჭირო ინფორმაცია.
კლიენტი აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იღებს უშუალოდ „ჰირო“-სგან, ან/და მისთვის ხელმისაწვდომი გახდა მომსახურების ფარგლებში, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მისი გამჟღავნება, გადაცემა დაუშვებელია მესამე პირებისთვის.
კლიენტი აცნობიერებს, რომ მომსახურების მიღებისას და მის შემდგომაც, ამუშავებს სამუშაოს მაძიებელთა პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად კლიენტი ვალდებულია დაიცვას პერსონალური მონაცემთა დამუშავებისთვის დადგენილი სტანდარტები. კლიენტი ვალდებულია გამოიყენოს ყველა ღონისძიება  იმისთვის, რომ არ მოხდეს პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნება ან მესამე პირთათვის გადაცემა. ამ მიზნით , კლიენტი დაიცავს მიღებულ  პერსონალურ მონაცემებს და განათავსებს ისეთ სივრცეში (სერვერებზე ან/და კომპიუტერულ მოწყობილობებში) საიდანაც ინფორმაციის გადინება არ განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო თუ სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, სივრცე დაცული იქნება დადგენილი სტანდატების შესაბამისად და მასზე წვდომა ექნება შეზუდულ პირთა წრეს.  
კლიენტი აცნობიერებს, რომ ნებისმიერი პირის პერსონალური ან/და განსაკუთრე ბული კატეგორიის მონაცემი, რომელიც შეიძლება მიიღოს მომსახურების ფარგლებში, შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული მიზნისთვის. შესაბამისად, კლიენტი იღებს ვალდებულებას არ დაამუშავოს (არ შეაგროვოს, ჩაწეროს, შეინახოს, გამოიყენოს, გადასცეს, გაავრცელოს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს) ზემოაღნიშნული მონაცემები, გარდა ერთჯერადად დამუშავებისა იმ მიზნით , რა მიზნისთვისაც მოხდა მისი მიღება და გაანადგუროს ასეთი მოთხოვნისთანავე, მომსახურების მიღებიდან გონივრულ ვადაში ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში.

დავების გადაწყვეტის წესი 
წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა წარმოებს ოლაპარაკების გზით, ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით. 
ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო. 
მხარეთა კომუნიკაცია
კომუნიკაცია მხარეთა შორის ხორციელდება ზეპირი ან/და წერილობითი (მათ შორის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით) ფორმით. 
კლიენტი „ჰირო“-სთან საკომუნიკაციო პირად განსაზღვრავს - სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ პირს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი). აღნიშნული პირი მიიჩნევა დამკეთის სახელით მომსახურების მიმღებ პირად, ხოლო დასახელებული პირისგან „ჰირო“-სთვის მიწოდებული ინფომრაცია ჩაითვლება დამკვეთის მიერ გაცემულ ინფორმაციად.
იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების 23.2. მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული ფოსტის მისამართიდან განისაზღვრა სხვა საკომუნიკაციო პირი, იგი მიიჩნევა მომსახურების მიმღებ პირად და გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესები.
ხელშეკრულების პირობების ცვლილებები
„ჰირო“ უფლებამოსილია ერთპიროვნულად, ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს ან/და დაამატოს მომსახურების სტანდარტული პირობები, მისი ნებისმიერი დანართი, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქტი ან/და მომსახურების ღირებულება, რეგისტრაციის წესის პირობები. ცვლილება/ დამატება შეეხება მხოლოდ მათ შემდეგ განხორციელებულ დაკვეთებს. 
ზემოაღნიშნული ცვლილების ან/და დამატების შესახებ ინფორმაცია კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსებით. 
„ჰირო“-მ შესაძლოა კლიენტს გაუგზავნოს ცვლილებები მისთვის ცნობილ ელექტრონულ მისამართზე. 
ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება ძალაშია ვებ-გვერდზე „ჰირო“-ს მიერ მისი განთავსებიდან მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო შეთანხმდების ნაწილში მისი წერილობით დადებისთანავე. 
დასკვნითი დებულებები 
მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისას ისინი მოქმედებდნენ გონივრული განსჯის შედეგად, წინასწარ გაეცნენ ხელშეკრულებას, სრულად ესმით ხელშეკრულების პირობების შინაარსი და ისინი სათანადოდ იქნა შესწავლილი მხარეთა მიერ.
თითოეული მხარე (ა) უფლებამისილია ისარგებლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებ(ებ)ით და (ბ) ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ი.
ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის კანონმდებლობის საფუძველზე ბათილად ცნობის/ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში დანარჩენი მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი, ქვეპუნქტ(ებ)ი ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, ბათილი/ძალადაკარგული მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის, ქვეპუნქტ(ებ)ის ნაცვლად მოქმედებს ის მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი, რომლ(ებ)ითაც ადვილად მიიღწევა ხელშეკრულების მიზანი.
ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა დასაშვებია წერილობითი ფორმით მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები ან/და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებიდან ან/და კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარის მიერ უფლებ(ებ)ის გამოუყენებლობა არ წარმოადგენს მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის საფუძველს, ამასთან აღნიშნული მხარის მიერ ამგვარი უფლებ(ებ)ის გამოუყენებლობა არ წარმოადგენს შემდგომში ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის დარღვევის შედეგად წარმოშობილ მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის საფუძველს.
ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
ხელშეკრულების პირობების მოქმედება სრულად ვრცელდება მხარეებზე, მათ თანამშრომლებზე, წარმომადგენლებზე, სამართალმემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებზე.
ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.
განსაზღვრული, ხელშეკრულების ხელმოწერამდე მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანზე არსებული სიტყვიერი ან/და წერილობითი შეთანხმებები ჩაითვლება ძალადაკარგულად.
დამკვეთი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით აცხადებს თანხმობას, რომ „ჰირო“ უფლებამოსილია გამოიყენოს დამკვეთის სახელი როგორც პარტნიორის და პარტნიორული ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია განათავსოს „ჰიროს“ ოფიციალურ გვერდზე ან/და მოახდინოს აღნიშნულის რეკლამირება.
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ელექტრონული ან/და წერილობითი სახით.