P&G

15 April, 2021
Share

მცირე ექსპერიმენტს გთავაზობთ: დილიდან დაღამებამდე თქვენს მიერ გამოყენებული ნებისმიერი პროდუქტის ბრენდი მოინიშნეთ, დღის ბოლოს კი გადახედეთ, არის თუ არა ამ სიაში: Ariel, Always, Bounty, Oral-B, Pampers, Tide, Pantene.

იცოდით, რომ თითოეული ეს ბრენდი ერთი უზარმაზარი კონგლომერატის - Procter and Gamble-ის შემადგენლობაში შედის?!

837 წელს ვილიამ პროქტერმა და ჯეიმს გემბელმა დააარსეს კომპანია. პროქტერი სანთლის მწარმოებელი იყო, ხოლო გემბელი საპონის. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ამ პროდუქტის წარმოებას თითქმის ერთი და იგივე ინგრედიენტები სჭირდებოდა, მათი გაერთიანება სარფიანი ბიზნესის დასაწყისად იქცა.

პირველი წარმატებული პროდუქტი, რომელიც პარტნიორებმა შექმნეს, საპონი იყო. ამ ინოვაციას მოჰყვა, მცენარეული ზეთის გამოგონება, რომელსაც კომპანია 91 წლის განმავლობაში ყიდდა.

წარმატების შემდგომი ტალღა Tide-ის ფორმულის შექმნამ გამოიწვია.

რაც შეეხება, დასაქმების პირობებს, კომპანიაში ხელფასები წლიური 25 000$-დან 141 704$-მდე მერყეობს.

ხოლო ამერიკაში ჩატარებული მრავალი გამოკვლევა ცხადჰყოფს, რომ P&G კომპანიის შიდა კულტურის გამო, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სამუშაო სივრცედ მოიაზრება.

×
0
0
P&G