ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესის" მარკეტინგის გუნდი აცხადებს ვაკანსიას ახალი წევრის - ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, სათავო ოფისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / ულიმიტო სასაუბრო დრო
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
მის: თბილისი. აღმაშენებლის გამზ. 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
საქმიანობის აღწერა:
• კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიაზე მუშაობაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ონლაინ მედია აქტივობის დაგეგმვა-განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
• Facebook, Instagram, LinkedIn და სხვა სოციალური ქსელებში კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტურობის შეფასება
• ციფრული კომუნიკაციის არხებში ჯგუფებისა და community-ების მართვა და ამ არხების საკომუნიკაციო მიქსში გამოყენება
• GoogleAds-კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
• ციფრული მარკეტინგული კომუნიკაციის განთავსებისა და ანალიტიკურ პლატფორმებთან ურთიერთობა
• დიზაინერებსა და მარკეტინგის გუნდთან მუშაობა ეფექტური კრეატიული მასალების შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად;
• ციფრული მარკეტინგის ბიუჯეტის მართვა და ოპტიმიზაცია;
• შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგის წარმოება.
აუცილებელი მოთხოვნები:
• აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• ციფრული რეკლამის პლატფორმებთან (Google Ads, Google AdWords, Google Analytics, Meta business suite და სხვა) მუშაობის გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• ქართული ენის გამართული ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);
• ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• ინფორმაციის ანალიზის და ეფექტურად გადმოცემის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობა;
• საქმის ვადებში შესრულების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScdjlCayEN5aNGIdmqsbEvpj3Lki5N0XPNnPFOPN5m4JBUpOg/viewform
გისურვებთ წარმატებებს!