გაყიდვების მენეჯერი
შპს "ლიდი" ტექნოლოგიურ სფეროში თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ IT პროდუქტების ფართო არჩევანს.
კომპანია ქართულ ბაზარზე აქტიურად ოპერირებს 2016 წლიდან და თანამშრომლობს კერძო თუ სახელმწიფო სექტორებთან.
ჩვენს პროფესიონალთა გუნდში ვეძებთ თანამშრომელს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება, შეხვედრების დაორგანიზება, მათი საჭიროებების შეფასება, კომპანიის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება;
** სერვისების/პროდუქტების შესახებ პრეზენტაციების მომზადება;
** გაყიდვების ყოველთვიური, კვარტლური და წლიური გეგმის შესრულება;
** გაყიდვების გასაუმჯობესებლად წინადადებების შემუშავება და ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინ. 2 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით
** სასურველია გამოცდილება IT სფეროში
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
დამატებითი სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
** ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დაფინანსება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeQ57ZbGHEpHBhRB72dD7fcLvOEyKp4dbqlOAuMU7xknoIlMQ/viewform
გისურვებთ წარმატებებს!