IFRS რეპორტინგის ოფიცერი

IFRS რეპორტინგის ოფიცერი

Provided by

Credo Bank

Location

Tbilisi

From

17 February

To

17 March

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია:IFRS რეპორტინგის ოფიცერი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95  ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
  • გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიისა და მიზნების გაგება და მხარდაჭერა.
  • ხელმძღვანელის მიერ დადგენილი მიზნების დაცვა და მუშაობა ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად;
  • განახორციელოს ყველა საქმიანობა კრედოს პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისად;
  • კომპანიის მიმართ ლოიალურობის, კეთილსინდისიერებისა და ინტეგრაციულობის გამოვლენა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა, შესაბამისი წერილობითი დასტურით.

სპეციფიური:

  • ბანკის შიდა საოპერაციო (პორთფელის) რეპორტების მომზადება
  • ინვესტორების რეგულარული რეპორტინგი, შეკითხვებზე პასუხი და მონაცმების ანალიზი
  • ინვესტორებისთვის რეპორტების მომზადება და მიწოდება ახალი სესხის აღებისას
  • ბანკის ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • ეროვნული ბანკის რეპორტების ნაწილის მომზადება, ავტომატიზაცია, რეპორტებში შესატანი ცვლილებების გაანალიზება და ასახვა
  • ეროვნული ბანკის, მენჯმენტის და ინვესტორების არაგეგმიური მოთხოვნების დროს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
  • გარე აუდიტის შემოწმებისას მოთხოვნილი ინფორმაციების მოძიება, დამუშავება და მიწოდება.
  • სხვადასხვა ტიპის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება

 

 

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში;
  • სამუშაო გამოცდილება ფინანსებში (სასურველია ფინანსურ სექტორში);
  • აუცილებელია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარების ფლობა, მათ შორის Microsoft Word, Excel, და Power Point;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური საკითხების საბაზისო დონეზე ცოდნა (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ფინანსური მაჩვენებლები);
  • დავალებათა სიმრავლისთვის თავის გართმევის უნარი;
  • დავალებების გაწერილ ვადებში დასრულების და კომპლექსური ვადების გრაფიკის დაცვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: 

 

https://forms.gle/CJ6qc9ztHHAbBQXE8

 

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.