E-commerce კონტენტ მენეჯერი
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინოს" სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას E-commerce კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.
პირობები:
** გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ (1 საათი შესვენება);
** ანაზღაურება: ფიქსირებული 850 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო).
** FitPass
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ვებგვერდზე www.domino.com.ge პროდუქციის ატვირთვა;
** პროდუქციის აღწერის დამუშავება და მახასიათებლების შევსება სამ ენაზე (ონლაინ თარჯიმნის გამოყენებით)
** ფოტო მასალის მოძიება ან საჭიროების შემთხვევაში ჰიპერმარკეტში გადაღება და შემდგომი დამუშავება;
** ყოველთვიური რაპორტინგების შევსება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი სავალდებულოა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა დამწყებ დონეზე გრამატიკული შეცდომების დაკორექტირებისთვის
** გრაფიკულ რედაქტორებთან დამწყებ დონეზე მუშაობა სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScdjlCayEN5aNGIdmqsbEvpj3Lki5N0XPNnPFOPN5m4JBUpOg/viewform
გისურვებთ წარმატებებს!