გრაფიკული დიზაინერი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული.
კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge
ს.ს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
ძირითადი მოთხოვნები:
** ვიზუალურ ბრენდინგზე მუშაობა:
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება (ფოტოსესიებში ჩართულობა);
** შეფუთვების დიზაინზე მუშაობა;
** დიზაინის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად საბეჭდი პარამეტრების განსაზღვრა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების : Adobe Photoshop / Adobe Illustrator / მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია Corel Draw-ს ცოდნაც;
** შრიფტებზე მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით (წარმოებისა და შეფუთვების მიმართულებით დიზაინერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად)
ინგლისური ენის ცოდნა.
ზოგადი უნარ-ჩვევები:
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა და ინოვაციურობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/CJ6qc9ztHHAbBQXE8
გისურვებთ წარმატებას!