ფინანსური სპეციალისტი
"კლიპარტი" მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.
კომპანიის ძირითადი სერვისებია: მედიადაგეგმარება და მედიამარკეტინგი, ციფრული რეკლამირება, სოციალური მედია მენეჯმენტი, ონლაინ PR, კონტენტ მარკეტინგი, საძიებო სისტემების (SEO) ოპტიმიზაცია და პროექტების/კამპანიების მართვა.
მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო "კლიპარტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის N6
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (NET)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველთვიურ ფინანსური რეპორტების მომზადება;
** ფინანსური მონაცემების ბაზების დამუშავება;
** პროექტების ფინანსური მოდელირება;
** ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსებისა ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობის გამოცდილებას;
** საინტერესო პროექტებს და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და მდიდარ კორპორაციულ გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6
გისურვებთ წარმატებას!