HR მენეჯერის ასისტენტი

HR მენეჯერის ასისტენტი

Provided by

Dapna

Location

Tbilisi

From

27 February

To

27 March

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://dapna.ge/

ვაკანსიის დასახელება: HR მენეჯერის ასისტენტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 11.03.2025
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლებისთვის ხელშეკრულების და ბრძანებების მომზადება-გაფორმების უზრუნველყოფა
** კომპანიის შინაგანაწესის და პროცედურების გაცნობის უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის
** თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა სახის განცხადებების მიღება და აღრიცხვა
** თანამშრომელთა მონაცემების და პირადი საქმის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა
** თანამშრომლების შვებულებების ადმინისტრირება

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.