ბუღალტერი საგადასახადო მიმართულებით
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე საგადასახადო მიმართულებით.
პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, ანალიტიკური აზროვნების მქონე, დეტალებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -17:30 სთ)
ანაზღაურება - 2500 (Net)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
- სამეურნეო მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ყიდვა/ჩამოწერასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება, შესაბამისი აქტების მომზადება;
- შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება/დადასტურება;
- სალიზინგო და საბანკო ანუიტეტების დარიცხვა;
- საქვეანგარიშო თანხების კონტროლი;
- ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვარტალური და წლიური ფორმების შევსება;
- შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა, სხვა შიდა კონტროლის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- სასურველია Microsoft Dynamics NAV (ნავიჟენი) სისტემაში მუშაობის ან სხვა ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- ACCA ან მსგავსი კვალიფიკაციის ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2) (სასურველია რუსული ენის ცოდნაც).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6
გისურვებთ წარმატებას!