ბუღალტერი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.
ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.
ჩვენი მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.
ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი (NET)
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება და მონიტორინგი;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების მართვის პროცესში მონაწილეობა;
** მომწოდებლებსა და მომხმარებლებთან ბუღალტრული შედარებების განხორციელება;
** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია, საბუღალტრო პროგრამა FINA-ს ცოდნა;
** სასურველია, RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** მოქნილობა;
** გუნდური მუშაობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6
გისურვებთ წარმატებას!