ციფრული მარკეტინგის მენეჯერის
ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი Wendy’s; Dunkin’ და Subway აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ბრენდების ციფრული კამპანიების მართვა პლატფორმებზე, როგორიცაა Meta (Facebook, Instagram), Google (Search, Display, YouTube) და სხვა შესაბამის არხებზე;
• სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტის შემუშავებაში მონაწილეობა, რომელიც შეესაბამება ბრენდის მიზნებსა და აუდიტორიის საჭიროებებს;
• Wendy’s, Dunkin’ და Subway-ის აპლიკაციის მომხმარებლების რაოდენობის, ჩართულობისა და ლოიალურობის გაზრდაზე ზრუნვა;;
• მომხმარებლების ქცევის და უკუკავშირის ანალიზი, მომხმარებლის შენარჩუნებისა და ლოიალურობის გაუმჯობესების მიზნით;
• ციფრული მარკეტინგის ბიუჯეტის განაწილება და მონიტორინგი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
• შიდა გუნდებთან (კრეატიული, კონტენტისა და მარკეტინგის) და გარე პარტნიორებთან (სააგენტოები, ინფლუენსერები) კოორდინაცია კამპანიების გამართულად განხორციელებისთვის;
• რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება მარკეტინგში, კომუნიკაციებში ან მომიჯნავე სფეროში;
• ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება,
• Meta Business Suite, Google Ads და ანალიტიკური პლატფორმების ცოდნა;
• საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
• პროექტის მართვისა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
• კრეატიული ხედვა და შედეგებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6
გისურვებთ წარმატებას!