ციფრული მარკეტინგის მენეჯერის

ციფრული მარკეტინგის მენეჯერის

Provided by

Dunkin

Location

Tbilisi

From

10 March

To

10 April

ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი Wendy’s; Dunkin’ და Subway აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

• ბრენდების ციფრული კამპანიების მართვა პლატფორმებზე, როგორიცაა Meta (Facebook, Instagram), Google (Search, Display, YouTube) და სხვა შესაბამის არხებზე;

• სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტის შემუშავებაში მონაწილეობა, რომელიც შეესაბამება ბრენდის მიზნებსა და აუდიტორიის საჭიროებებს; 

• Wendy’s, Dunkin’ და Subway-ის აპლიკაციის მომხმარებლების რაოდენობის, ჩართულობისა და ლოიალურობის გაზრდაზე ზრუნვა;;

• მომხმარებლების ქცევის და უკუკავშირის ანალიზი, მომხმარებლის შენარჩუნებისა და ლოიალურობის გაუმჯობესების მიზნით;

• ციფრული მარკეტინგის ბიუჯეტის განაწილება და მონიტორინგი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;

• შიდა გუნდებთან (კრეატიული, კონტენტისა და მარკეტინგის) და გარე პარტნიორებთან (სააგენტოები, ინფლუენსერები) კოორდინაცია კამპანიების გამართულად განხორციელებისთვის;

• რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

• უმაღლესი განათლება მარკეტინგში, კომუნიკაციებში ან მომიჯნავე სფეროში;

• ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, 

• Meta Business Suite, Google Ads და ანალიტიკური პლატფორმების ცოდნა;

• საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;

• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

• პროექტის მართვისა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;

• კრეატიული ხედვა და შედეგებზე ორიენტირებულობა

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.