ავტოსერვის მენეჯერი
სამუშაოს აღწერა
ავტოსერვის მენეჯერი პასუხისმგებელია ყოველდღიური ავტოტექმომსახურების ოპერაციების ზედამხედველობაზე, რათა უზრუნველყოს გაწეული ავტოტექმომსახურებით მომხმარებლის კმაყოფილება, ეფექტური სამუშაო პროცესები და ავტოსერვისის საქმიანობის მომგებიანობა კომპანიისთვის. ეს თანამდებობა მოიცავს ტექნიკოსების გუნდის და დამხმარე პერსონალის მართვას, ასევე მჭიდრო თანამშრომლობას კომპანიის სხვა განყოფილებებთან, რათა შენარჩუნდეს მაღალი დონის მომსახურება, წარმადობა და საქმიანობის მომგებიანობა.
პასუხისმგებლობები
• მართოს ავტოსერვისის განყოფილების თანამშრომლები, მათ შორის ტექნიკოსები და დამხმარე პერსონალი ეფექტური და შედეგიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად.
• უზრუნველყოს მომხმარებლის კმაყოფილება მომსახურების მიმდინარეობის გაწევის განმავლობაში, ავტომობილის მიღებიდან - მომსახურების შემდგომ საბოლოო ჩაბარებამდე.
• უზრუნველყოს ღია და მაღალი დონის კომუნიკაცია ოპტიმალური მომსახურების მეშვეობით.
• განავითაროს და შეინარჩუნოს ეფექტური ურთიერთობები სხვა განყოფილებების მენეჯერებთან.
• უზრუნველყოს ყველა კანონის, რეგულაციის და დილერის პოლიტიკის დაცვა, რომლებიც დაკავშირებულია ავტოსერვისის განყოფილების ოპერაციებთან, მათ შორის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი და მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტები.
• უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის ტექნიკური ტრენინგი და ეფექტური მხარდაჭერა, რათა გააუმჯობესოს შრომისუნარიანობა, განავითაროს შრომითი უნარები და გაზარდოს კარიერული ზრდის შესაძლებლობები.
• აკონტროლოს ავტოსერვისის მუშაობის ხარისხიანობა და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს მაკორექტირებელი ზომები შედეგების გასაუმჯობესებლად.
• მართოს ინვენტარის მარაგი და უზრუნველყოს ზუსტი ჩანაწერების წარმოება დანაკარგების მინიმალიზაციისთვის და მომგებიანობის ხელშეწყობისთვის.
კვალიფიკაცია
• 2+ წლიანი გამოცდილება ავტოსერვისის განყოფილების ან მასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვაში.
• ძლიერი ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარი, გუნდის მოტივირებისა და მართვის უნარი.
• ორგანიზაციული უნარები, რამდენიმე პრიორიტეტის მართვის უნარი ცვალებად გარემოში.
• ავტომობილების სისტემების, დიაგნოსტიკისა და შეკეთების პროცედურების ცოდნა.
• კომპიუტერული უნარების, განსაკუთრებით Microsoft Office, საშუალო დონეზე ცოდნა.
• მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა და სუფთა მართვის ისტორია.
პირობები
• სამუშაო საათები 10:00-დან 18:00-მდე
• სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი
• ანაზღაურება: 3000 ლარიდან 4000 ლარამდე გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6
გისურვებთ წარმატებას!