გაყიდვების მენეჯერი
"Midea კავკასია" წარმოადგენს "Midea ჯგუფის" ექსკლუზიურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია ხელმისაწვდომს ქმნის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის და შენობის საინჟინრო აღჭურვისთვის საჭირო ტექნოლოგიებს, მათ შორის, შენობის ციფრული მართვის სისტემებს, ლიფტებსა და ესკალატორებს.
"Midea კავკასიას" მთავარი ამოცანა მომხმარებლის ინოვაციური გადაწყვეტებით უზრუნველყოფა და თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://mideacaucasus.com/ka
"Midea კავკასია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის #4გ;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 / შაბათი, 10:00-14:00
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
** საბონუსე სისტემა;
** პროფესიული ტრენინგები, სწავლის და განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** სამოტივაციო აქტივობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი, ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** ფიტპასი;
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ქვეყნის შიდა გაყიდვების პროცესის ეფექტიანად წარმართვა;
** ახალი კლიენტების მოძიება, ეფექტიანი მოლაპარაკების წარმოება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** საკუთარ პორტფელზე მუშაობა, გაყიდვების ოპტიმიზაცია;
** არსებული პროდუქციის შესახებ ტრენინგების განხორციელება;
** შემოსული მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი შეთავაზების ფორმირება;
** ERP პროგრამაში შეკვეთის მოთხოვნის მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ შემომავალ ზარებზე რეაგირება;
** მომხმარებლის ოფისში ვიზიტის შემთხვევაში კონსულტირების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის უზრუნველყოფა;
** ISO 9001-ის სტანდარტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/UuXdP589g8Adhdhj6
გისურვებთ წარმატებას!