გაყიდვების ხელმძღვანელი

გაყიდვების ხელმძღვანელი

Provided by

Assorti

Location

Tbilisi

From

19 March

To

19 April

კომპანია "ასორტი ვერე" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

ძირითადი ფუნქციები:

** ბაზრის პოტენციალის შეფასება და კონკურენტების მუდმივი კვლევა;
** გაყიდვების გუნდთან ერთად გაყიდვების სტრატეგიის ფორმირება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების დაგეგმარება და ანალიტიკის წარმოება კორპორატიული გაყიდვების, ინდივიდუალური შეკვეთების, ფილიალებისა და ქეითერინგის ჭრილში;
** პროდუქტების, სერვისების ფასწარმოქმნის ფარგლებში მომგებიანობის / მარჟიანობის უზრუნველყოფა;
** მსხვილ, სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი, მათი ეფექტიანი მართვა;
** დაქვემდებარებულ პოზიციებზე, KPI და სამიტოვაციო სისტემების დანერგვა. დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მოტივაციასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** კვების ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point), Fina).

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდის მართვის უნარი;
** ლიდერობის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროული რეაგირების და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.