IFRS რეპორტინგის მენეჯერი

IFRS რეპორტინგის მენეჯერი

Provided by

Impex

Location

Tbilisi

From

20 March

To

20 April

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 110-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 25 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე IFRS რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** IFRS ის სტანდარტების დანერგვის პროექტში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის საჭიროებისამებრ სააღრიცხვო სისტემების დანერგვის პროცესში ჩართულობა და ამოცანების დასახვა პროგრამისტებისთვის IFRS სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველთვიური IFRS ანგარიშგებების მომზადება, ბალანსი, მოგება ზარალი, Cash flow;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმდინარეობის მთლიანი პროცესის განმავლობაში გარე აუდიტორებთან ჩართულობა და პროცესების მართვა;
** კომპანიის კონსოლიდირებული, ასევე ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მონაცემების წარდგენა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის კანონით დადგენილ ვადებში;
** ყოველთვიური მენეჯერული რეპორტების მომზადება და საოპერაციო ეფექტურობის შეფასება როგორც ცალკეული ფილიალების დონეზე, ისე ჯამურად.
** ბანკებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ფინანსური მაჩვენებლების წარდგენა;
** კომპანიის ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** სწორი ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფისათვის მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ დეპარტამენტში, აუდიტორულ ან/და საკონსულტაციო კომპანიაში;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ჩაბარებული ACCA-ს წიგნები ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: IFRS რეპორტინგის მენეჯერი

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 17 აპრილი, 2025 წ.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9

გისურვებთ წარმატებას!

Error
500

Whoops, something went wrong on our servers.